fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ბავშვთა პირის ღრუს მოვლის წესები

ბავშვთა პირის ღრუს მოვლის წესები-მშობელი

პირის ღრუს რეგულარული მოვლა ჯანმრთელი კბილების შენარჩუნების მთავარი პირობაა. ეს ეხება არა მხოლოდ 32 მუდმივ კბილს, არამედ პირველ საჭრელებსაც. მათაც სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა.

ადრეული ასაკიდან ბავშვმა უნდა ისწავლოს შემდეგი წესები:

დილა-საღამოს კბილების გახეხვა სავალდებულო მინიმუმია. ჭამის შემდეგ სასარგებლოა პირის ღრუში წყლის გამოვლება.

დამუშავება და გაწმენდა სჭირდება ყველა კბილს, როგორც წინას, ასევე უკანას, ყველა მხრიდან, არ დაივიწყოთ საღეჭი ზედაპირები. ფუნჯს ამოძრავებთ ღრძილებიდან ზემოთ, საჭრელი ზედაპირების მიმართულებით.

პროცედურა უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში. ტაიმერი დაგეხმარებათ დროის კონტროლში.

ჯაგრისზე გროვდება პირის ღრუს მიკრობები, ამიტომ გამოყენებამდე და შემდეგ აუცილებლად უნდა გარეცხოთ ის.

კბილის ჩხირების მოხმარება შეგიძლიათ ასწავლოთ ბავშვს უკვე სასკოლო ასაკში, როცა ბავშვების წვრილი მოტორიკა საკმაოდ განვითარებულია. თუმცა, უმჯობესია არ გამოიყენონ ისინი ზრდასრულთა მეთვალყურეობის გარეშე, რათა თავიდან აიცილონ დაზიანებები.

იყავით ყურადღებით, იყავით მზრუნველი და ასწავლეთ თქვენს შვილებს პატარაობიდანვე პირის ღრუს ჰიგიენა.

ბავშვთა პირის ღრუს მოვლის წესები

კვებითი ბუნება

1 Comment

  1. Coreydaw
    20th Jun 2025 Reply

    Предлагаем вашему вниманию интересную справочную статью, в которой собраны ключевые моменты и нюансы по актуальным вопросам. Эта информация будет полезна как для профессионалов, так и для тех, кто только начинает изучать тему. Узнайте ответы на важные вопросы и расширьте свои знания!
    Получить дополнительные сведения – https://nakroklinikatest.ru/

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *