fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როდის უნდა შეამციროთ ტემპერატურა თავად

როდის უნდა შეამციროთ ტემპერატურა თავად-მშობელი

ვინაიდან უკვე ვიცით, რომ სამ თვემდე ასაკის ბავშვებში ტემპერატურის ნებისმიერი მატება საჭიროებს პედიატრთან კონსულტაციას, ქვემოთ ვისაუბრებთ ბავშვებზე სამი თვის ასაკიდან.

მხოლოდ იმიტომ, რომ ტემპერატურამ გადააჭარბა იდეალურ 36,6°C-ს, არ ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ტემპერატურის დაწევა საჭიროა თუ არა, დამოკიდებულია არა თერმომეტრზე მოცემულ ციფრებზე, არამედ ბავშვის მდგომარეობაზე.

ტემპერატურა შეიძლება გაიზარდოს უბრალოდ ვაქცინაციის შემდეგ ან მზის დარტყმის შედეგად. თუ ამ შემთხვევებში სიცხის დამწევი საშუალებები არაეფექტურია.

სხვა შემთხვევაში საჭიროა ტემპერატურის დაწევა, თუ ბავშვი თავს სუსტად გრძნობს, ლეთარგიულია, ეძინება და უჩივის უსიამოვნო შეგრძნებებს. თუ ბავშვი აქტიური და ხალისიანია, უმჯობესია უბრალოდ დააკვირდეთ მას და აკონტროლოთ ტემპერატურა.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებამდე?

  • არ ჩაათბუნოთ –  არ უნდა შემოახვიოთ თბილი საბანი და არ ჩააცვათ თბილი ტანსაცმელი, ეს სავარაუდოდ გაზრდის ტემპერატურას. პირიქით, გადააფარეთ მას თხელი ზეწარი, ჩააცვით მსუბუქად, ხალვათად;
  • მიეცით მეტი სითხე – მაღალი ტემპერატურა ზრდის დეჰიდრატაციის რისკს. შესთავაზეთ ბავშვს წყალი, ხილის სასმელები, ჩაი, წვენები – ნებისმიერი სითხე უკეთესია, ვიდრე სითხის გარეშე დატოვება. უფრო ხშირად მიიხუტეთ მკერდზე. სიცხის დროს მადის დაქვეითება ნორმალურია. არ აიძულოთ ჭამა.
  • გაანიავეთ ოთახი – ოთახის რეგულარული ვენტილირება აუცილებელია. შეინარჩუნეთ ოთახში დაახლოებით 22 °C-მდე ტემპერატურა.
  • გაუკეთეთ სველი კომპრესები – შეგიძლიათ შუბლზე ნესტიანი პირსახოცი დაიდოთ ან ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული ღრუბლით მოწმინდოთ სხეული. არავითარ შემთხვევაში არ დაზილოთ ბავშვი სპირტით ან ძმრით, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება ან ინტოქსიკაცია.

რა სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება შეგიძლეიათ?

იბუპროფენი და პარაცეტამოლი საუკეთესო საშუალებაა სიცხის შესამცირებლად. იბუპროფენი – ყოველ 6 საათში ერთხელ, პარაცეტამოლი – 4-6 საათში ერთხელ.

რა მედიკამენტები არ უნდა გამოიყენოთ:

ასპირინი კატეგორიულად მიუღებელია. ნიმესილი არამიზანშეწონილი (სხვა გვერდითი ეფექტების გამო). ანალგინი გამოიყენება, როგორც მეორე რიგის პრეპარატი, როცა იბუპროფენი და პარაცეტამოლი არ მოქმედებს. ანტიბიოტიკები არ ამცირებს ცხელებას. ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება.

გახსოვდეთ!

ვერცხლისწყლის თერმომეტრი არ არის უსაფრთხო. უმჯობესია გამოიყენოთ ელექტრო ან უკონტაქტო, ისინი არ ჩამორჩებიან სიზუსტით.

ტემპერატურის გაზომვის ყველაზე ზუსტი გზა არის ყურში, მაგრამ ასევე შესაფერისია იღლია, პირის ღრუ და სწორი ნაწლავი.

40 °C-ზე მაღალი ტემპერატურა, ფოტოფობია, კრუნჩხვები, განუწყვეტელი ღებინება, სუნთქვის გაძნელება, შარდვის სიხშირის შემცირება – სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზებია.

შეამცირეთ ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალებებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს. თუ ის აქტიური და ხალისიანია, უბრალოდ მიეცით მეტი სითხე და არ დათბუნოთ.

ზუსტად გამოთვალეთ სიცხის დამწევი საშუალებების დოზები.

მკაცრად მიყევით სპეციალისტების რეკომენდაციებს და ექიმის რჩევებს!

6 Comments

  1. damski_bluzi_avoi
    03rd Jun 2025 Reply

    Удължени дамски блузи за съвременен и практичен гардероб
    дамски блузи https://www.bluzi-damski.com/ .

  2. klining_jxpr
    04th Jun 2025 Reply

    Услуги клининга по доступным ценам — индивидуальный подход
    клининг москва уборка https://www.kliningovaya-kompaniya0.ru/ .

  3. arenda_yahty_rsei
    06th Jun 2025 Reply

    Организуйте фотосессию на борту: аренда яхты для съёмок
    яхта аренда сочи http://www.arenda-yahty-sochi23.ru .

  4. gagry_otdyh_doEi
    08th Jun 2025 Reply

    Гагры — идеальный курорт для спокойного семейного отдыха
    гагры отдых https://otdyh-gagry.ru/ .

  5. full_hd_film_nnsi
    09th Jun 2025 Reply

    Gece boyunca izlenebilecek uzun metrajlı full hd film seçenekleri
    film izle full hd türkçe dublaj http://www.filmizlehd.co .

  6. Широкий ассортимент алкоголя с доставкой — найдется всё для вашего праздника
    доставка алкоголя ночью мск доставка алкоголя по москве круглосуточно .

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *