fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ღებინება ბავშვებში

ღებინება ბავშვებში-მშობელი

ღებინება არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის შიგთავსი ზეწოლის შედეგად ამოიფრქვევა პირის ღრუდან.

ხშირად ახალშობილებში რეგურგიტაცია ერევათ ღებინებაში. რეგურგიტაცია ხშირი მოვლენაა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, როდესაც შიგთავსი მცირე რაოდენობა ამოიფრქვევა კუჭიდან უშუალოდ ჭამის დროს ან მის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში, ჩვილებში რეგურგიტაცია საშიში არ არის და ასაკთან ერთად ქრება.

რაც შეეხება ღებინებას, ის უფრო საგანგაშო სიმპტომია!

ღებინების მიზეზი შეიძლება იყოს: მწვავე ნაწლავური ინფექციები, ინტოქსიკაციით და ცხელებით მიმდინარე სხვა ინფექციური დაავადებები, საკვებით მოწამვლა, გადამეტებული რაოდენობით საკვების მიღება, გადახურება ან მზის დარტყმა, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა, სტრესი.  იშვიათად: მეტაბოლური დაავადებები, ნევროლოგიური პათოლოგიები, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციები.

განმეორებითი ღებინების დროს ბავშვები კარგავენ დიდი რაოდენობით სითხეს, რაც ჩვილებში იწვევს სწრაფ გაუწყლოებას. ამიტომ, ასეთ დროს აუცილებელია ბავშვის კვება ხშირად და მცირე ულუფებით – ჩაის კოვზით (5 მლ) ყოველ 2-3 წუთში ერთხელ. მცირეწლოვანი ბავშვების კვების მოხერხებულობისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ დისპენსერული შპრიცი ნებისმიერი სამკურნალო სიროფისთვის განკუთვნილი ან ჩვეულებრივი შპრიცი ნემსის გარეშე.

დასალევად მიზანშეწონილია გამოიყენოთ სპეციალური გლუკოზა-ფიზიოლოგიური ხსნარები, მსუბუქ შემთხვევებში – ნებისმიერი ჩვეულებრივი სითხე (გარდა ტკბილი გაზიანი სასმელებისა და კონცენტრირებული წვენებისა).

ღებინების სამკურნალო მედიკამენტები იშვიათად არის ნაჩვენები. მათი საჭიროების შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს – მხოლოდ ბავშვის გასინჯვის შემდეგ!

ჩვილებისთვის არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების შეწყვეტა, თუ ღებინება აქვთ. პირიქით, სითხის დაკარგვის საკომპენსაციოდ, რეკომენდებულია უფრო ხშირი ძუძუთი კვება.

უფროს ასაკში, ღებინების შემდეგ, ბავშვს შეუძლია განაგრძოს ასაკის შესაბამისი საკვების ზომიერად მიღება.

ხანგრძლივი შიმშილობა არ არის რეკომენდებული, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის შემცირება და ღებინების განმეორებითი შეტევები.

ჩვილები, რომლებსაც აქვთ განმეორებითი ღებინების რისკი, უმჯობესია დააწვინოთ გვერდზე, რათა თავიდან აიცილოთ ღებინებისას სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის რისკი.

გახსოვდეთ, თუ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, თუ ღებინება არ შეჩერდა, თუ ნაღებინებ მასაში გამოჩნდა სისხლის მინარევები, თუ ღებინებას ერთვის ცხელება ან სხვა საგანგაშო სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

3 Comments

  1. TestUser
    25th Apr 2025 Reply

    qksdZzc QgdAVCqz bsi LEeSJ kKWNRlo mbDHgRtw

  2. child porn
    27th May 2025 Reply

    Tu travailles à domicile et tu te demandes quel sera ton prochain repas ?

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *