fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

აბაზანის აქსესუარები

აბაზანის აქსესუარები-მშობელი

ახალშობილის დაბანა მთელი რიტუალია, რომლისთვისაც დედები სპეციალურად წინასწარ ემზადებიან ხოლმე და არც თუ უმიზეზოდ. დასაბანად მთელი რიგი აქსესუარები დაგჭირდებათ, როგორიცაა:

  • აბაზანა – ან შეგიძლიათ აბაზანა შეცვალოთ შესაბამისი ზომის მართკუთხა ან ოვალური ფორმის აუზით. ზოგიერთი ჩვილის დასაბანად საერთო აბაზანასაც კი იყენებს, მაგრამ ეს არც მოსახერხებელია და მითუმეტეს არც რეკომენდირებული ჩვილისთის. ჩვილის აბაზანა უსაფრთხო უნდა იყოს, მცირე მოცულობის (ადვილად ივსებოდეს, იცლებოდეს და ირეცხებოდეს), თავისი სადგამით, რომ ბავშვის კომფორტულად ბანაობა მოახერხოს დედამ და არ მოუწიოს ძალიან დაბლა დახრა;
  • ტოლჩა – ამარტივებს დაბანის პროცესს. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, კომფორტული სახელურით და შეიძლება სათამაშოც კი გახდეს ბავშვისთვის ბანაობის დროს;
  • რბილი ღრუბელი – შესანიშნავი ვარიანტია ბამბის მასალისგან დამზადებული, ან ნატურალური ზღვის ღრუბლები, ისინი ანტიალერგიულია და არ აზიარებენ ბავშვის ნაზ კანს;
  • სპეციალური თერმომეტრი წყლის ტემპერატურის შესამოწმებლად – შექმნილია აბაზანაში წყლის ტემპერატურის დასადგენად. მოსახერხებელია მასშტაბით, მხიარული დიზაინი გააჩნია და სათამაშოს ფუნქციასაც ასრულებს ბანაობის დროს;
  • ბავშვის საპონი/შამპუნი – ახალშობილებისთვის და 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები უნდა იყოს უფერო და პრაქტიკულად უსუნო, ყოველგვარი არომატიზატორების გარეშე. თუ შამპუნი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, მაშინ დაბანისას არომატი ძლივს შესამჩნევი იქნება, ხოლო როდესაც თმა გაშრება, ის მთლიანად გაქრება. თუ თქვენი შვილი ჯანმრთელია, მაშინ საკმარისი იქნება კვირაში ერთხელ ბანაობისას ბავშვის საპნის გამოყენება;
  • აბაზანის სათამშო აქსესუარები – მრავალფერადი იხვები, დელფინები, ნიანგები და სხვა საბავშვო წყლის სათამაშოები ჩვილების ბანაობისას არ არის მხოლოდ გასართობი. ისინი ხელს უწყობს ბავშვის  განვითარებას, ავარჯიშებს კოორდინაციას, მოტორულ უნარებს და გონებრივ ფუნქციებს, ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ფანტაზიას, აძლევს დადებით ემოციებს;
  • რბილი პირსახოცი/საფენი – ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, როგორიცაა ბამბა ან ბამბუკი, ეს საუკეთესო არჩევანია. აღნიშნული მასალები რბილია, კარგად შთანთქავს ტენს და რაც მთავარია ჰიპოალერგიულია. ისინი ნაკლებად იწვევენ ბავშვებში გაღიზიანებას ან ალერგიას;
  • ბავშვის კოსმეტიკური საშუალებები აბაზანის შემდეგ – სველი სალფეთქები, საფენები, ტალკი, ბამბის ბალიშები და ჩხირები, ლოსიონები და კრემები;
  • სუფთა ტანსაცმელი – ბოდე, ქვედა და ზედა ჩასაცმელი, ქუდი, წინდები, თათმანები.

არ არის საჭირო აუცილებელი აქსესუარების შეძენაზე თანხის დაზოგვა, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ, დაიბანოს ბავშვა ცრემლებისა და ახირების გარეშე და გადაიქცეს ბანაობა მის საყვარელ ჩვევად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *