fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ალერგია ახალშობილში:  ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გააკეთოთ?

ალერგია ახალშობილში:  ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გააკეთოთ?-მშობელი

ბავშვებში ალერგიული დაავადებები თანამედროვე პედიატრიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ალერგიული რეაქციები, გარდა უსიამოვნო გარეგანი გამოვლინებისა, არღვევს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ განვითარებას. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ალერგია შეიძლება ახლდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში, გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ფორმებში. 

ყველა ეს ფაქტი გვავალდებულებს, ალერგია სერიოზულ პრობლემად მივიჩნიოთ. არ უმკურნალოთ მას თვითნებურად და სასწრაფოდ მიმართეთ პედიატრს ან ალერგოლოგს.

ალერგიის უშუალო მიზეზია ბავშვის სხეულის კონტაქტი ალერგენთან. ყველაზე გავრცელებულ ალერგენებს შორისაა:

  • საჭმელი – ალერგია უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან ცხოველური (ძროხის) რძით ბოთლიდან. ეს ჩვეულებრივ რეაქციაა ცხოველურ რძეზე, რომელიც არაადაპტირებული ფორმულის ნაწილია. დამატებითი საკვების შეყვანისას შეიძლება მოხდეს რეაქცია მცენარეულ ან ცხოველურ ცილაზე. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი საკვების შემოღება ეტაპობრივად, მცირე ულუფებით, დაწყებული ყველაზე „არაალერგიული“ საკვებით;
  • საყოფაცხოვრებო – ეს არის მტვერი, ცხოველის ბეწვი, საწმენდი საშუალებები, სარეცხი ფხვნილები და სხვა ალერგენები, რომლებიც გვხვდება სახლში;
  • კონტაქტური – ეს არის სხვადასხვა კოსმეტიკა და საღებავები, რომლებიც ხვდება ბავშვის კანზე ან კონტაქტში შედის მასთან და იწვევს გაღიზიანებას (საპონი, კრემი, ტანსაცმლის საღებავები, საფენები და სხვა);
  • სამკურნალო – მედიკამენტები, რომელთა გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ბავშვში. ამიტომ, ნებისმიერი მედიკამენტი უნდა მიეცეს ბავშვს ფრთხილად, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
  • მემკვიდრეობითობა – მშობლებს, რომლებსაც აქვთ ალერგიის გარკვეული ფორმები, შესაძლებელია ეს მიდრეკილება შვილს გადასცეს. უფრო მეტიც, პათოლოგიის მემკვიდრეობით მიღების ალბათობა იზრდება, თუ ორივე მშობელს აქვს ალერგია.
  • პროვოცირებადი ფაქტორები შეიძლება იყოს საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია, ნაადრევი მშობიარობა, დედის მავნე ჩვევები ორსულობის ნებისმიერ სტადიაზე, ორსულის არასაკმარისად მრავალფეროვანი კვებაც კი.
  • არახელსაყრელი გარემო  ასევე შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის ჯანმრთელობაზე და განუვითაროს ალერგიული რეაქციები.
  • უცნაურია, მაგრამ ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს მშობლების გადაჭარბებული სურვილით, უზრუნველყონ სახლში “სტერილური სისუფთავე”. ამის გაკეთება არ არის საჭირო – მნიშვნელოვანია, ბავშვმა თავისი იმუნური სისტემა „მოამზადო“ სხვადასხვა მიკროორგანიზმებთან შეხებით.

გამოვლინებები:

  • კანის მხრივ – გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, კანის სიმშრალე, აქერცვლა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – შებერილობა, ფაღარათი, ძლიერი კოლიკა, ხშირი რეგურგიტაცია, განავლის ფერის შეცვლა. ამასთან, ბავშვი მოუსვენრად იქცევა, ცუდი ძილი, უარი კვებაზე, გამუდმებული ტირილი;
  • რესპირატორული სისტემის მხრივ – ცემინება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების სიწითლე;

საბედნიეროდ, მძიმე გამოვლინებები, როგორიცაა ხორხის შეშუპება, ზოგადი შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და გენერალიზებული ჭინჭრის ციება, ჩვილებში ძალზე იშვიათია.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ალერგენის იდენტიფიცირება მარტივი დაკვირვებით – დააკვირდით, როგორ რეაგირებს ბავშვი პოტენციურ ალერგიის გამომწვევ ფაქტორებზე: საღებავები, ფხვნილი, საფენები, შინაური ცხოველები და ა.შ. მშობლებისთვის ძალიან ეფექტურია კვების დღიურის წარმოება, რომელშიც მითითებულია ყველა ახალი საკვები, რომელიც შემოტანილია რაციონში, როგორც დამატებითი საკვები და ბავშვის რეაქცია მათზე.

ალერგიის მკურნალობისას მთავარია გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა. მნიშვნელოვანია გადახვიდეთ ჰიპოალერგიულ კოსმეტიკაზე, შესაძლოა შეცვალოთ საფენების მწარმოებელი, შეზღუდოთ კონტაქტი შინაურ ცხოველებთან და გამოიყენოთ მხოლოდ ბავშვის ფხვნილები ნივთების გასარეცხად.

თუ ბავშვს აქვს კვებითი ალერგია და იკვებება ბოთლიდან, რეკომენდებულია ჰიპოალერგიული ჩვილის ფორმულის საკვების გამოყენება. ისეთი აშკარად „ალერგიული“ საკვები, როგორიცაა ციტრუსები, კვერცხი, თევზი, თხილი და მსგავსი, უნდა შეიტანოთ რაციონში ექიმის რეკომენდაციით.

ალერგიაზე ეჭვის დროს პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის სპეციალისტთან სასწრაფო კომუნიკაცია/კონსულტაცია.

შევაჯამოთ!

ალერგია ბავშვში არის სერიოზული პათოლოგია, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აქტიურად რეაგირებს საკმაოდ ნაცნობ ნივთიერებებზე. მხოლოდ ექიმს შეუძლია მისი დიაგნოსტიკა. ალერგიის მქონე ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ სპეციალური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ეფექტური მკურნალობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მშობლებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ყოვლისმომცველი ზრუნვა ალერგიის მქონე ბავშვზე,

1 Comment

  1. Hello
    27th Mar 2025 Reply

    mEUXfz gNgKUP IrU OVOtjMMZ gbX

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *