fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ახალშობილთან ერთად გასეირნება

ახალშობილთან ერთად გასეირნება-მშობელი

ახალშობილთან პირველი გასეირნება ნამდვილი მოვლენაა, განსაკუთრებით „ახალი“ მშობლებისთვის. არსებობს უამრავი კითხვა და შეშფოთება, და განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები პირველი გასეირნებასთან დაკავშირებით. ეს არ აადვილებს გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იცი, როდის უნდა გაასეირნო ბავშვი პირველად და ამავე დროს გინდა, შეიტანოთ პატარა რიტუალები თქვენი ბავშვის ყოველდღიურ რეჟიმში.

არ არსებობს ერთი კონკრეტული რჩევა ამ საკითხზე. გადაწყვეტილების მიღება დიდწილად დამოკიდებულია მშობლების მშობიარობის შემდგომ მდგომარეობაზე და განწყობაზე. მიენდეთ თქვენს ინტუიციასაც და საღ აზრს.

ყველაზე გავრცელებული რეკომენდაციებია, რომ გვიან გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში შეგიძლიათ ახალშობილთან ერთად პირველი გასეირნება დაბადებიდან პირველივე კვირაში.

ზამთარში ცოტა განსხვავებული წესების დაცვა მოგიწევთ. ჩააცვით პატარას ისე, თითქოს სასეირნოდ მიდიხართ, ჩასვით ეტლში ფართოდ გაღებულ ფანჯარსთან, ან აივანზე. სიცივესთან შეგუებიდან 2-3 დღის შემდეგ შეგიძლიათ ბავშვის გარეთ გაყვანაც.

არ არსებობს წელიწადის ცუდი დრო ან ცუდი ამინდი ახალშობილის სეირნობისთვის. ზამთარში დაბადებული ბავშვებიც კი ეტაპობრივად და სისტემატურად უნდა შეაჩვიოთ სეირნობას (მთავარია ყინვები არ იყოს). უბრალოდ, იზრუნეთ თქვენი ბავშვის შესაფერის ტანსაცმელზე და დღეში 15-20 წუთითაც კი გარეთ გასვლა მის იმუნიტეტზე სასარგებლო გავლენას მოახდენს.

ტემპერატურა, როცა უმჯობესია ბავშვი სახლში დატოვოთ არის სიცხე 30 გრადუს ცელსიუსზე მეტი და ყინვა -10 გრადუს ცელსიუსზე დაბალი. ფაქტორი, რომელიც ასევე უნდა გაითვალისწინოთ ახალშობილთან პირველი გასეირნებისას, განსაკუთრებით ზამთარში, არის დაბინძურებული ჰაერი.

თავდაპირველად რეკომენდებულია მოკლე გასეირნება 15-20 წუთის განმავლობაში. დრო თანდათან შეგიძლიათ გაზადოთ 1 საათამდე. თავი აარიდეთ ზაფხულში 11:00-დან 15 საათამდე ინტერვალში გარეთ გასვლას.

მოერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სავაჭრო ცენტრებს და მსგავსს. ასეთი ადგილები ბავშვის მყიფე იმუნური სისტემისთვის მავნეა და ინფექციებთან პოტენციურ კონტაქტს ზრდის. ხმაურიც ასევე არ ახდენს დადებით გავლენას ბავშვის განწყობაზე, რომელიც შეიძლება უბრალოდ შეშინდეს ამით, იტიროს და დაძინება გაუძნელდეს.

ახალშობილისთვის საუკეთესო ტანსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს სეზონსა და ამინდს. ზაფხულის პერიოდში ტანსაცმლის შერჩევა ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ ზამთარში – პრობლემაა.

შემოდგომაზე და ზამთარში სასურველია აირჩიოთ ტანსაცმელი შემდეგი პრინციპით:

  • დაიწყეთ თხელი ტანსაცმლის ორი ფენით, მაგალითად კომბინირებული შარვალი და სვიტერი;
  • შემდეგი ნაბიჯი არის ერთი ცალი კოსტიუმი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არ უნდა მოერგოს სხეულს;
  • დაახურეთ ბავშვს თავზე თბილი ქუდი, ყურები და შუბლი უნდა იყოს აუცილებლად დაფარული, ხოლო ხელები და ფეხები დამატებით დაუფარეთ საძილე ტომრით.

ზაფხულში, თბილ დღეებში, საკმარისია მსუბუქი ბოდი, წინდები და რბილი საფენი გადასაფარებლად.

იყავით თამამები, ენდეთ დედის ინსტიქტს და გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები!

ახალშობილთან ერთად გასეირნება

ბავშვის ჩაბანა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *