fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ახალშობილის დაბანის ზოგადი წესები

ახალშობილის დაბანის ზოგადი წესები-მშობელი

ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი დაბანა. ეს არ არის მხოლოდ ჰიგიენური აქტი, არამედ ბავშვსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის პროცესია, ასევე გაკაჟების, კუნთოვანი სისტემის განვითარების სტიმულირების, დაძაბულობის მოხსნის, თამაშის და მის გარშემო არსებული სამყაროს შესწავლის პროცესი.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ახალშობილის დაბანა ჩვეულებრივ მეორე დღესვე შეიძლება. აუცილებელია ბავშვის დაბანა ყოველდღე, სასურველია საღამოს გასეირნების შემდეგ, ძილის წინ ცოტა ხნით ადრე. წყლის ტემპერატურა კომფორტული უნდა იყოს – 36-37 გრადუსი. ახალშობილის დაბანის ოპტიმალური ხანგრძლივობა 5 წუთია.

სანამ ბავშვის ჭიპლარი შეხორცდება, ბანაობა მიზანშეწონილია გადადუღებულ  360-370 C ტემპერატურის წყალში. შეგიძლიათ დაამატოთ სამკურნალო ბალახები: გვირილა, კალენდულა და სხვა, მაგრამ არ უნდა გამოიყენოთ ისინი ყოველდღიურად. ბალახოვანი აბაზანები საკმარისია კვირაში 1-2-ჯერ. კვირაში ერთხელ კი აუცილებელია ბავშვის საპნით დაბანა.

ბავშვი უნდა მოათავსოთ თბილი წყლით სავსე აბაზანაში, თავით, ზურგით და დუნდულოებით  გადაიწვინოთ მკლავზე და ისე ჩააწვინოთ, რომ წყალი ბავშვის მხრებამდე აღწევდეს. მეორე ხელი გამოიყენეთ ღრუბელისთვის, რომელიც ნაზად უნდა გადაუსვით  სხეულზე, კისრიდან დაწყებული სხეულის ბოლომდე. კანისა და თითების ყველა ბუნებრივი ნაოჭი კარგად უნდა დაიბანოს წყლით. ბავშვის შამპუნის რამდენიმე წვეთიც საკმარისია ასაქაფებლად და ნაზად ჩამობანეთ წყლით. წინიდან დაბანის შემდეგ ბავში გადმოაბრუნეთ მკლავზე, გადაიწვინეთ იგივენაირად. ჩააწვინეთ წყალში ისე, რომ სახე წყლის ზემოთ დარჩეს. საპნის ჩამობანის შემდეგ ბავშვს სუფთა წყალი  გადაავლეთ მთელს ტანზე და თავზე. ფრთხილად ამოიყვანეთ წყლიდან, რომ ხელიდან არ გაგივარდეთ, რადგან მისი სველი სხეული ძალიან სრიალაა.

გასამშრალებლად გამოიყენეთ რბილი პირსახოცი ან საფენი. კარგად გაუმშრალეთ მთელი სხეული, თავი, თითებს შორის და ყურის უკანა არეები, სასქესო მიდამო და ნაკეცები: კისრის, იღლიების, საზარდულის, დუნდულოს, იდაყვების, მუხლების. როცა დარწმუნდებით, რომ ბავშვის სხეული სრულიად მშრალია, მხოლოდ ამის შემდეგ დაუტენიანეთ კანი კოსმეტიკური საშუალებებით: ტალკი, კრემი და სხვა (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით). დერმატოლოგები მიიჩნევენ, რომ 1 თვის განმავლობაში ლოსიონის და ზეთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ისინი კარგად არ იწოვება. მშრალ კანზე უმჯობესია ამ პერიოდში მხოლოდ კრემების ხმარება. კრემი გამოყენებამდე შეამოწმოთ ალერგიაზე: ჯერ მაჯაზე წაუსვით, დაელოდეთ რამოდენიმე საათი. თუ სიწითლე და კანის გაღიზიანება არ შეიმჩნევა, შეგიძლიათ შეაზილოთ თავისუფლად.

პედიატრის რჩევითვე შეგიძლიათ დატენიანების შემდეგ ბავშვს მსუბუქი მასაჟი გაუკეთოთ და ბოლოს, მშრალ და დატენიანებულ ტანზე ბავშვს ჯერ გაუკეთეთ საფენი და შემდეგ ჩააცვით წინასწარ  გამზადებული სუფთა ტანსაცმელი. არ დაგავიწყდეთ ქუდი და თათმანები.

თუ ბანაობა საღამოს რიტუალის ნაწილია, ნუ გააჭიანურებთ მას. წყლის პროცედურების შემდეგ მიზანშეწონილია  ხანმოკლე მასაჟი და შემდეგ კვება.

ბავშვის ზრდასთან ერთად დაძინებას უფრო მეტი დრო დასჭირდება – მაშინ შესაძლებელი იქნება ახალი აქტივობების დამატებაც: მუსიკა, წიგნები, საყვარელი სიმღერის მღერა, საინტერესო ამბების მოყოლა და ა.შ.

მიყევით თქვენი პედიატრის/სპეციალისტების რჩევებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *