ბავშვის კანის ნაკეცები

ნაკეცების დასამუშავებლად აუცილებელია, პირველ რიგში ბავშვს მოხსნათ საფენი და დაბანოთ ან გაასუფთაოთ გადადუღებულ წყალში დასველებული ბამბით/სველი სალფეთქით, კარგად გაამშრალოთ და წაუსვათ სპეციალური საბავშვო ზეთი ნაკეცებსა და საზარდულის მიდამოში. ბავშვის კანის ნაოჭები მოითხოვს ყველაზე ფრთხილ მოვლას, რადგან სწორედ მათში ჩნდება გამონაყარი, ანუ იქ, სადაც კანი თბილი და ნოტიოა: იღლიებში, კისრის ქვეშ, საზარდულის არეში, დუნდულებზე.
ნაკეცების ტუალეტის წესი ასეთია: წაუსვით ზეთი ბამბის დისკზე და გაასუფთავეთ ნაკეცები. თუ ბავშვს საფენის ქვეშ კანი გაუღიზიანდა, ანუ გაჩნდა ე.წ საფენის დერმატიტი ან გამონაყარი, მაშინ დაზიანებულ ადგილებს უსვამთ სპეციალურ კრემს ან მალამოს. თუ ყველაფერი წესრიგშია, შეგიძლიათ დააყაროთ ცოტაოდენი ტალკი დუნდულოზე და საზარდულზე. ნუ ჩქარობთ ბავშვის ჩაცმას, მიეცით საშუალება კანს, ოდნავ „ისუნთქოს“. ეს ნაოჭების დამუშავებისას ყველაზე მნიშვნელოვანია.
დილით ბავშვი ჩვეულებრივ უფრო მშვიდი და მორჩილია, ისარგებლეთ ამით. მოეფერეთ ბავშვს კანზე – ფეხებზე, ხელებზე, მუცელზე, ზურგზე – ეს იქნება მისთვის მსუბუქი მასაჟი და კანის სტიმულაცია.
გაითვალისწინეთ ექიმის და სპეციალისტების რჩევები!