fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ბავშვის ტემპერატურის გაზომვა

ბავშვის ტემპერატურის გაზომვა-მშობელი

ახალშობილის ნორმალური ტემპერატურაა 36,5 – 37,50 C-ია.

 ჩვილებში, არასრულყოფილი თერმორეგულაციის გამო, სხეულის ტემპერატურა შეიძლება გასცდეს ნორმალურ საზღვრებს ჰიპოთერმიის ან გადახურების გამო.

ჩვეულებრივ, დედები ყოველდღიურად იყენებენ თერმომეტრს ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში. მომავალში, ისინი სწავლობენ საკმაოდ ზუსტად განსაზღვრონ ბავშვის სხეულის ტემპერატურა უბრალოდ ხელის შეხებითაც.

ბავშვის სხეულის ტემპერატურა პირის ღრუში ან სწორ ნაწლავში ჩვეულებრივ 0,5 C-ით მეტია, ვიდრე კანის ნაკეცებში.

სხეულის ტემპერატურა არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი „მარკერი“, ინდიკატორი იმისა, არის თუ არა ყველა პროცესი ნორმალური და არის თუ შეიძლება თუ არა არსებობდეს დაავადება ან რაიმე დარღვევა.

სხეულის მომატებული ტემპერატურა ხშირად შეიძლება იყოს დაავადების დაწყების სიგნალი, ამიტომ მისი მონიტორინგი მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს განსაკუთრებით ეხება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მშობლებს უამბონ ცუდად ყოფნის შესახებ.

სიცხე ბავშვებში შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების ნიშანი, როგორიცაა ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია (მაგალითად, ყელის ტკივილი ან პნევმონია), ანთებითი პროცესი ორგანიზმში, ენდოკრინული სისტემის დარღვევები. ასევე, ბავშვის ტემპერატურა შეიძლება გაიზარდოს სხეულის გადახურების, კბილების ამოსვლის, ვაქცინაციის რეაქციის ან ნერვული სისტემის ძლიერი აგზნების საპასუხოდ. მშობლებმა უნდა შეაფასონ ბავშვის მდგომარეობა პირველ რიგში თვითონ.

ბავშვის სხეულის ტემპერატურა უნდა გაიზომოს კვებებს შორის და არა უადრეს ერთი საათისა აქტიური ფიზიკური აქტივობიდან. ტემპერატურის გაზომვა დაუშვებელია ცივ ან ცხელ ამინდში გარეთ სიარულის/სეირნობის დროს.  თუ ბავშვი ტირის ან ყვირის, აუცილებელია, ჯერ დაამშვიდოთ ის და მხოლოდ ამის შემდეგ გაუზომოთ სიცხე.

თერმომეტრი არ უნდა იყოს ცივი, არამედ ოთახის ტემპერატურის. ამისთვის, გაზომვამდე 30-35 წუთთ ადრე ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება, დატოვეთ თერმომეტრი.

ავადმყოფობის დროს ტემპერატურა იზომება მინიმუმ 3-ჯერ დღეში – დილით, საღამოს (17-18 საათი) და ძილის წინ. დაავადების მწვავე პერიოდში ტემპერატურის გაზომვა ხდება ინტენსიურად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ ან უფრო ხშირად.

გაზომვის კონკრეტული დრო და მეთოდი დამოკიდებულია თქვენი მოწყობილობის ტიპზე, ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს ვისაუბრებთ.

ტემპერატურის მონიტორინგი, სხვა ჩივილებთან ერთად, დაეხმარება თქვენს პედიატრს დაავადების სწორად დიფერენცირებაში.

ნუ შეშინდებით. უბრალოდ იყავით ყურადღებით და გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *