fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ბავშვის ჩაბანა

ბავშვის ჩაბანა-მშობელი

იგი დაკავშირებულია შარდვისა და დეფეკაციის შემდეგ ბავშვის დაბანის აუცილებლობასთან. ბიჭებისა და გოგონების ჩაბანის წესები მნიშვნელოვანად განსხვავებულია და ეს ბევრმა მშობელმა არ იცის.

ბიჭის დაბანა – დასვრილი საფენების მოხსნისას, გააჩერეთ ის რამდენიმე წუთი – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიჭები ხშირად შარდავენ.  სველი სალფეთქების დახმარებით გაწმინდეთ ბავშვის კანიდან დეფეკაციის ნარჩენები და გადადით ჩაბანის ეტაპზე. ბიჭების ჩაბანა ხდება უკნიდან წინ, ანუ დუნდულებიდან გენიტალიების მიმართლებით, გამდინარე ან გადადურებული თბილი წყლით. კარგად გამშრალების შემდეგ დაამუშავეთ კანი სპეციალური საბავშვო ლოსიონით ფეხების ზედა ნაწილში და გენიტალიების გარშემო.

პენისის გაწმენდისას არ გადაუწიოთ ჩუჩა. ზედმეტი ტენიანობის მოსაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენეთ საბავშვო ტალკი სათესლე ჯირკვლების გარშემო – გაღიზიანებისა და გამონაყარის თავიდან ასაცილებლად ან წაუსვათ კრემი პენისის ირგვლივ, სათესლე ჯირკვლებზე, დუნდულოებზე. ნუ გამოიყენებთ პუდრასა და კრემს ერთად! დატოვეთ ბავშვი რამოდენიმე წუთით გაშიშვლებული და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააცვით სუფთა საფენი და საცვლები.

გოგოს ჩაბანა – მოხსენით დასვრილი საფენი. სველი სალფეთქით მოაშორეთ შარდი და განავალი და ჩაბანეთ გოგონა წინიდან უკან, ანუ გენიტალიებიდან დუნდულოების მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილონ მიკრობების გადატანა ანუსიდან გენიტალიებისკენ.

ზედმეტი ტენიანობის მოსაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენეთ საბავშვო ტალკი გენიტალიების გარშემო – გაღიზიანებისა და გამონაყარის თავიდან ასაცილებლად ან წაუსვათ კრემი შორისზე და დუნდულოებზე. ნუ გამოიყენებთ პუდრსა და კრემს ერთად! დატოვეთ ბავშვი რამოდენიმე წუთით გაშიშვლებული და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააცვით სუფთა საფენი და საცვლები.

დაიცავით აღნიშნული წესები უპირობოდ!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *