განვითარების ფიზიკური მახასიათებლები

4-6 წელი ბავშვისთვის ახალი და გარდამავალი ეტაპია, ეს არის ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდი, როცა ხდება ხასიათის ცვლილება, კოგნიტური და კომუნიკაციური შესაძლებლობების გაუმჯობესება.
შესამჩნევია კოორდინაციის გაუმჯობესება. მათი მოძრაობები უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება. ვითარდება მოტორიკის უნარები. ამ ასაკში ბავშვების უმრავლესობის მოხერხებულობა და სისწრაფე შესაშურია.
4-6 წლამდე ბავშვები სიმაღლეში უნდა იმატებდნენ 5-დან 7 სმ-მდე, წონაში კი – 2 კგ-მდე.
მათი ჩონჩხი ძალიან მოქნილია, რადგან გაძვალების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ, ძალისმიერ ვარჯიშებზე ამ ასაკში საუბარიც კი არ შეიძლება.
გულის რიტმი ხშირად ირღვევა. გარეგნულად, ეს შეიძლება გამოიხატოს სახის სიწითლეში ან სიფერმკრთალეში, სუნთქვის გახშირებაში, არაკოორდინირებულ მოძრაობებში და ა.შ.
ბავშვის ტვინი ძალიან სწრაფად ამყარებს პირობით რეფლექსურ კავშირებს. ამ ასაკში ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხმაურის მიმართ. მიზეზი ის არის, რომ ყურის ბარაბანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა.
4-6 წლის ასაკი ნამდვილად არის “ოქროს დრო” სენსორული შესაძლებლობების განვითარებისთვის. სწორედ ამ ასაკიდან შეგიძლიათ აუხსნათ თქვენს შვილს, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და თანდათან მიაჩვიოთ მას. ანუ, უბრალოდ გააღვიძეთ და დააძინეთ ბავშვი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს და შემდეგ თანდათან გადადით სხვა სასარგებლო ქმედებებზე.