თამაშები

თამაშები ავითარებს ბავშვების ფანტაზიას. თამაშები ხდება როლური, მოდელირებული და ჯგუფური.
ახლა ბავშვებს უკვე შეუძლიათ გაერთონ უფროსების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად. ისინი წინასწარ იგონებენ საკმაოდ რთულ სიუჟეტებს, ანაწილებენ როლებს, განსაზღვრავენ წესებს და მკაცრად აკონტროლებენ მათ განხორციელებას.
ანუ ბავშვი თამაშით ბევრ უნარს იძენს. ის სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, ცდილობს ემოციების კონტროლს და წესების დაცვას (თამაშის ეს წესები შემდგომ ცხოვრებაშიც გამოადგებათ).
ბავშვები ხშირად უწევენ კოპირებას უფროსებს თავიანთ თამაშებში, განასახიერებენ ადამიანურ ურთიერთობებს, უფროსების საქმიანობებს, მზრუნველობის მომენტებს და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვთა თამაშს მივუდგეთ, როგორც რაღაც ძალიან სერიოზულს. მშობლებმა ყველანაირად უნდა წაახალისონ შვილები, რომ ითამაშონ ბავშვებმა თავიანთი ფანტაზიით, თავად აარჩიონ პატარებმა სათამაშოები, ეცადონ, დამოუკიდებლად გაეცნონ თამაშის წესებს ან დაიხმარონ უფროსები.
დღეს, სათამაშოების მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა იძლევა საშუალებას, თამაშის ელემენტებად შევიტანოთ რბილი თუ ასაწყობი, მექანიკური თუ ელექტრო სათამაშოები, ზღაპრის თუ კოსმიური გმირები და ა.შ.