იდეალური მამის 7 წესი გოგონებისთვის

გოგონა ჰარმონიულად ვითარდება, როცა მის აღზრდაში ორივე მშობლია ჩართული. მამის როლი ქალიშვილის აღზრდაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ:
- იყავით აღფრთოვანებული თქვენი ცოლით – ქალიშვილის ქალურობა ყალიბდება იმის მიხედვით, თუ რამდენად აფასებს მამა ცოლში ამ თვისებას. ფსიქოლოგები ქალიშვილების მამებს ურჩევენ, რომ ისინი იყვნენ ცოლებთან ნაზები, არ ეუხეშონ, მითუმეტეს ბავშვის თანდასწრებით, ხშირად უთხრან კომპლიმენტები.
- ისწავლეთ მოსმენა განსჯის გარეშე – გოგონას უნდა თქვენთან სკოლის ან საბავშვო ბაღის ცხოვრების დეტალებზე, მეგობრებზე, ახალ გამოცდილებაზე საუბარი. დღეში მხოლოდ ნახევარი საათი აქტიური მოსმენა თქვენი ქალიშვილის ნდობის გარანტია იქნება;
- ნუ გააკრიტიკებთ ქალიშვილს მისი საქციელის, ან გონებრივი შესაძლებლობების და სოციალური უნარების გამო. ეს მას თქვენს წინააღმდეგ განაწყობს. არადა, სწორედ მამაა პასუხისმგებელი ამ უნარების განვითარებაზე;
- შესთავაზეთ დახმარება, როცა სჭირდება – უმეტეს შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ უბრალოდ მოსმენით. მაგრამ ზოგჯერ საჭიროა სხვა ზომების მიღება. დაიცავით თქვენი ქალიშვილი ნებისმიერ სიტუაციაში და ეცადეთ, როგორმე მოაგვაროთ მისი პრობლემები;
- ჰკითხეთ ქალიშვილს მისი ემოციების შესახებ – გოგონები თავად უზიარებენ მამას თავიანთ გრძნობებს საუბარში და ისტორიებში, მაგრამ ხდება ისეც, რომ ისინი მორცხვობენ. მოიშველიეთ კითხვები, მიეცით საშუალება იგრძნოს და ინერვიულოს, იტიროს და დროდადრო იყოს კაპრიზული. თუ გოგონამ იცის ბავშვობიდანვე ღიად საუბარი თავის ემოციებზე, მაშინ მას ბედნიერი ოჯახური მომავალი გარანტირებული აქვს;
- შეაქეთ და გაუკეთეთ კომპლიმენტი – მამამ უნდა წაახალისოს თავისი ქალიშვილი ყოველ ჯერზე, ხაზი გაუსვით, რომ ის “ჭკვიანი და ლამაზია”, ეს მას თავდაჯერებულობას უყალიბებს. მნიშვნელოვანია, რომ გოგონებმა თავი იგრძნონ “პატარა პრინცესებად”, რომლებიც მამას უყვარს და ანებივრებს. მამების ემოციური რეაგირების ნაკლებობა იწვევს შფოთვას და უხასიათობას;
- მოიგონეთ რამდენიმე სასიამოვნო და საყვარელი მეტსახელი თქვენი ქალიშვილისთვის, რომელიც ხაზს უსვამს მის ნიჭს ან სილამაზეს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ზღაპრის ან რეალური გმირი, რომელიც მას უყვარს;
- ჰკითხეთ თქვენს ქალიშვილს აზრი – შეგიძლიათ ერთად მოაგვაროთ ოჯახური საკითხები, დაგეგმოთ დასვენება, გართობა, სადილის მენიუ და სხვა. თქვენს შვილს შეუძლია პრობლემების გადაჭრის ძალიან უჩვეულო გზა გიჩვენოთ – ბავშვებს აქვთ ძალიან მდიდარი ფანტაზია!
- პატივი ეცით თქვენი ქალიშვილის პირად სივრცეს – მნიშვნელოვანია, რომ მამამ არ გადააჭარბოს ზედმეტი ყურადღებით. დააკაკუნეთ ბავშვის ოთახის ან აბაზანის კარზე შიგნით შესვლამდე. თინეიჯერი გოგონები ხშირად უხერხულობენ იმ ცვლილებების გამო, რაც მათ სხეულში ხდება გარდატეხის ასაკში. როგორც მამას, შეგიძლიათ მოზარდ ქალიშვილს კონფიდენციალურობის პატივისცემის სწორი მაგალითი მისცეთ.
გისურვებთ თქვენ და თქვენს ქალიშვილს ბედნიერ ოჯახურ წუთებს!