ინსტრუქტაჟი გამგზავრებამდე

ბავშვს ნათლად უნდა ესმოდეს: არის რაღაც, რაც არასდროს უნდა გააკეთოს. თქვენ შეგიძლიათ თავად ჩამოწეროთ ასეთი სია, მაგრამ, როგორც წესი, მკაცრი აკრძალვები ყველა ბავშვისთვის ერთნაირია და ითვალისწინებს შემდეგს:
- კარი არავის გაუღოს, ნაცნობ მეზობელსაც კი – თუ საჭიროა, თქვენს ახლო მეზობელს შეიძლება დაუტოვოთ ბინის გასაღები, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოს სახლში შესვლა;
- ბავშვმა არ უნდა დაიწყოს უცხო ადამიანისთვის იმის ახსნა, რომ ის მარტოა სახლში, ამიტომ სჯობს, საერთოდ მოერიდოს უცნობ ადამიანებთან ხანგრძლივ საუბარს. ასწავლეთ თქვას, რომ მშობელი სახლშია, მაგრამ დაკავებულია (მაგალითად, აბაზანაშია) და კარს ამიტომ ვერ აღებს;
- არ მიუახლოვდეს ფანჯრებს და არ გადააგდოს იქიდან საგნები. მეტი სიფრთხილისთვის, შეამოწმეთ, რომ ფანჯრები კარგად უნდა იყოს დახურული. უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური საკეტები, რათა ბავშვმა თავად ვერ გააღოს ისინი;
- აუკრძალეთ ელექტროხელსაწყოებთან თამაში;
- ბავშვს ხელთან ახოს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრების სია: სასწრაფო დახმარება, სახანძრო, დამატებითი ნომრები – დედ-მამის, ბებია-ბაბუის – იმ ხალხის, ვისაც შეუძლია დახმარებისთვის დაურეკოს.
იმისათვის, რომ თქვენი შვილი გარკვეული დროის განმავლობაში უსაფრთხოდ დარჩეს სახლში მარტო, მნიშვნელოვანია, წინასწარ მოამზადოთ ისინი და კარგად შეასწავლოთ ეს წესები. საჭირო მომზადების შემდეგ ბავშვის სახლში მარტო ყოფნა დადებითად აისახება მის თვითშეფასებაზე – ის თავს ზრდასრულად და დამოუკიდებლად იგრძნობს.