კარგი ბებია-ბაბუას 10 წესი

გაგიზიარებთ კარგი ბებია-ბაბუის 10 წესს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ ყველა კონფლიქტი და გახდეთ ნამდვილად საყვარელი მოხუცები თქვენი ახლობლებისთვის.
წესი # 1 – ნუ მისცემთ რჩევას, თუ ამას არ მოგთხოვენ – შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შვილები შვილს არასწორად ზრდიან. არ არის საჭირო კომენტარების გაკეთება. ახალგაზრდა მშობლები ყველაფერს თავად გაარკვევენ. მაგრამ თუ თქვენი რჩევა ნამდვილად დასჭირდებათ, აუცილებლად ითხოვენ.
წესი # 2 – იყავით შვილიშვილებთან ახლოს – შვილიშვილებზე ყურადღების მიქცევა და მათი საქმეებით დაინტერესება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საჭირო მათი შეწუხება და შეურაცხყოფა. თუ თქვენი შვილიშვილები მოდიან თქვენთან სტუმრად, გაატარეთ დრო მათთან ერთად და არა ტელევიზორთან. შვილიშვილებთან რეგულარული კომუნიკაციით და მათი ინტერესების გაცნობით, თქვენ არასოდეს შეგეშლებათ დაბადების დღის საჩუქარი, საყვარელი კერძი, მუსიკა, ინტერესები და სხვა.
წესი # 3 – გიყვარდეთ თქვენი შვილიშვილები ისეთები, როგორებიც არიან – სიყვარულის გამოვლინება არასდროს არის ბევრი, მაგრამ ნუ შეაწუხებთ ზედმეტი კოცნით და მოფერებით, თუ ეს ბავშვის სურვილს ეწინააღმდეგება.
წესი # 4 – დაეხმარეთ თქვენს შვილებს – ზოგჯერ თქვენ არც კი გჭირდებათ დახმარების თხოვნა. ისედაც იცით, რომ საღამოს შვილებთან და შვილიშვილებთან გემრიელი კერძის ან ღვეზელების მიტანა კარგი ბებიის საქციელია. მთავარია, ამაში დამადლება არ იყოს – არავის სჭირდება ასეთი დახმარება.
წესი # 5 – იყავით სანდო – თქვენს შვილებს არ უნდა ეშინოდეთ შვილიშვილის თქვენთან დატოვების. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ თუ რამე მოხდება, თქვენ დაამშვიდებთ ჭირვეულ ბავშვს, გაუწევთ მას პირველად დახმარებას და მიაწვდით ყველაფერს, რაც მას სჭირდება კონკრეტულ მომენტში.
წესი # 6 – იყავით საინტერესო – კარგი ბებია და კარგი ბაბუა ის არის, ვინც ყოველთვის საინტერესო ამბავს მოუყვება ბავშვებს და საუკეთესო თამაშს მოიფიქრებს მათთვის. მერწმუნეთ, ამაში რთული არაფერია. ისტორიები, ზღაპრები და თამაშები სულაც არ არის რთული საპოვნელი. რჩება მხოლოდ მათი შვილიშვილებისთვის მორგება. ჯილდოდ შვილიშვილების აღტაცებული თვალები გერგებათ!
წესი # 7 – ასწავლეთ თქვენს შვილიშვილებს ბევრი ისეთი სასარგებლო რამ, რასაც მათი მშობლები დროის უქონლობის გამო ვერ ასწავლიან. ბებია შვილიშვილს ქარგვის და ღვეზელების გამოცხობას ასწავლის. ბაბუა – თევზაობას, ან უჩვენებს, თუ როგორ უნდა ააწყოს ხის ნაკეთობები. შვილიშვილები ასეთ საათებსა და დღეებს მთელი ცხოვრება მადლიერებით გაიხსენებენ;
წესი # 8 – შეინარჩუნეთ კავშირი თაობებს შორის – თქვენ თუ არა, სხვა ვინ მოუყვება შვილიშვილებს სასაცილო ისტორიებს მათი მშობლების ცხოვრებიდან, როდესაც ისინი თავად იყვნენ ბავშვები. კიდევ ვინ გამონახავს დროს, რომ აჩვენოს მათ ძველი ფოტოალბომი და მოუყვეს მათ წინაპრების შესახებ?
წესი # 9 – არ გამოარჩიოთ ფავორიტები – თუ რამდენიმე შვილიშვილი გყავთ, არცერთი უნდა იყოს გამორჩეულად საყვარელი. ყველა თანასწორია, ყველა ერთნაირად უნდა გიყვარდეთ.
წესი # 10 – ყოველთვის მზად იყავით დასახმარებლად – დახმარება ყოველთვის საჭიროა. წაიყვანეთ ბავშვები სკოლაში, დაეხმარეთ საშინაო დავალების შესრულებაში, წაიყვანეთ წვეულებაზე, ცეკვის, სიმღერის, ხატვის წრეებზე, ატარეთ თეატრში და სხვადასხვა წარმოდგენებზე. ზოგჯერ მშობლებს არ აქვთ დრო, რომ დაესწრონ ბავშვის ყველა ღონისძიებას დასვენების დღეებშიც კი. ნუ იქნებით ის ბებია და ბაბუა, რომლის წინაშეც უნდა დაიჩოქონ დახმარების მისაღებად.
იყავით უფრო ღია, გამგებიანები და საყვარელი წინაპრები თქვენი შვილიშვილებისთვის!