fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

კბილების ამოჭრა

კბილების ამოჭრა-მშობელი

როგორ ამოიჭრება კბილები?

სარძევე კბილების ამოჭრა ნორმაა და აუცილებელიც, მაგრამ თუ ბავშვის მდგომარეობა მძიმდება, უნდა მიმართოთ სტომატოლოგს, რადგან შეიძლება ადგილი ქონდეს ნორმიდან გადახრას.

არსებობს სტანდარტები კბილების ამოსვლის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით. თუმცა, გასათვალისწინებელია სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლებიც, ამიტომ სტანდარტებთან მცირე შეუსაბამობები არ განიხილება პათოლოგიად.

კბილების ამოჭრა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: საჭრელები, პრემოლარები, ეშვები, მოლარები.

ჩვეულებრივად 6 თვის ასაკში იწყება პირველი კბილების ამოჭრას. 12 თვისთვის 6-10 კბილის არსებობა ნორმაა. 3 წლის ასაკში კი თანკბილვა შედგება 10 ზედა და 10 ქვედა კბილისგან.

პირველი კბილების ამოჭრა მტკივნეულია. ამ დროს ბავშვები ზედმეტად ჭირვეულები არიან და ბევრს ტირიან.

კბილების ამოჭრის თანმდევი სიმპტომები ასეთია:

ღრძილების შეშუპება,  გაძლიერებული სალივაცია (ნერწყვდენა), ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის მატება 37-390 C-მდე, დარღვეული ძილი, უმადობა, დიარეა, ყელის სიწითე, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლებელია ალერგიული რეაქცია, ღრძილების ტკივილისა და ქავილის გამო, ჩვილები ხშირად იდებენ პირში საგნებს დასაღეჭად.

ეს სიმპტომები ყველა ბავშვში ინდივიდუალურია. ზოგიერთი არ განიცდის რაიმე დისკომფორტს და მშობლები შემთხვევით შეამჩნევენ ხოლმე ამოჭრილ კბილს.

მოლარების ამოჭრა გარკვეულწილად განსხვავებულია. ასეთი ძლიერი სიმპტომები არ ვლინდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბავშვის ტკივილის ბარიერი უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილია.

სარძევე კბილების მუდმივი კბილებით ჩანაცვლების პროცესი ხდება 5-7 წლის ასაკში. ეს ხდება შემდეგნაირად. მოლარის რუდიმენტები ღრძილების შიგნით იწყებენ ფორმირებას და თანდათან იწვევენ სარძევე კბილების მორყევას, დროებითი გვირგვინები ამოვარდება და ისინი იცვლება მუდმივი გვირგვინებით.

პირველად ამოვარდება ცენტრალური საჭრელი, შემდეგ გვერდითი საჭრელი და შემდეგ მოლარები.

სტომატოლოგს შეუძლია მოგცეთ რჩევა, თუ როგორ გაუწიოთ სათანადო და ეფექტური დახმარება სარძევე კბილების ამოსვლისას.

რა პოპულარული მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ ქავილის და ტკივილის შემსუბუქების მიზნით:

  • ღრძილების მასაჟი – ხელები კარგად დაიბანეთ, ღრძილების შეშუპების ადგილზე დააჭირეთ თითი და დაუმასაჟეთ. თქვენ შეგიძლიათ მასაჟისთვის გამოიყენოთ სილიკონის ფუნჯი (დეზინფიცირებული);
  • გაგრილება – მოათავსეთ კბილის მასაჟორი საყინულეში 10-15 წუთით და შემდეგ მიეცით ბავშვს. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, აქრობს მგრძნობელობას, რითაც ამცირებს ტკივილს.

ორივე მეთოდს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რათა თავიდან იქნას აცილებული ღრძილების დაზიანება ან ჰიპოთერმია.

არსებობს ტრადიციული ხალხური მეთოდებიც, რომლებსაც ასევე ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ: ღრძილების დამასაჟება (ასევე დიდი სიფრთხილით, რომ ლორწოვანი არ დაზიანდეს) გვირილის ნაყენით, თაფლით, სოდიანი ხსნარით. გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული ტრადიციული მეთოდების გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

კბილების ამოჭრა შეიძლება იყოს რთული პერიოდი მშობლის ცხოვრებაში. ამ ეტაპის დაჩქარების გზა არ არსებობს, ვინაიდან ბუნებრივ პროცესებში ჩარევამ შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

სტომატოლოგის რეკომენდაციების დაცვით შეგიძლიათ მხოლოდ ბავშვის მდგომარეობის შემსუბუქება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *