fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში

40. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში-მშობელი

უფროსებმა უნდა ჩართონ ბავშვი რეალობაში. მხოლოდ მაშინ გადაიზრდება მისი ოცნებები კრეატიულობაში და შესაძლოა ტალანტიც კი გამოვიდეს. ამისათვის თქვენ უნდა შეისწავლოთ ბავშვის წარმოსახვითი სამყარო.

რა არის მასში? ზღაპრული ქალაქი, ულამაზესი ყვავილები თუ არაჩვეულებრივი მუსიკა? შეეცადეთ ბავშვის აზრების მატერიალიზებას: უთხარით, რომ „მოყვეს, დახატოს, იმღეროს მელოდია, რომელიც მის თავშია“. დახატეთ ერთად, ძერწეთ ერთად, იცეკვეთ ერთად, იმღერეთ ერთად, ჩაიწერეთ მისი ზღაპრები. მთავარია ფანტაზიები მატერიალიზდებოდეს.

მუდმივად მხარი დაუჭირეთ თქვენი შვილის შემოქმედებას. დაიმახსოვრე, რომ მხარდაუჭერელი ფანტაზიები შფოთვაში გადადის, შიშს კი შეუძლია მოკლას ძალიან დიდი შესაძლებლობებიც კი. ამიტომ მოუსმინეთ ბავშვს, დაეხმარეთ, მხარი დაუჭირეთ. წარმატების განცდა ნამდვილი “ვიტამინია” შემოქმედებისთვის.

იპოვეთ თქვენი შვილისთვის თანამოაზრეები. დარწმუნებული იყავით, რომ ის მარტო არ არის – ასეთი ბავშვი ბევრია, მაგრამ მიმოფანტულნი და მარტოსულები. ისინი შეიძლება  გაერთიანდნენ საბავშვო სტუდიებში, ხელოვნების სტუდიებში, მუსიკალურ სკოლებში. იპოვეთ ეს დაწესებულებები თქვენს ქალაქში, გაესაუბრეთ მასწავლებელს, მოუყევით თქვენს მეოცნებეზე. აუცილებელი არ არის, თქვენმა შვილმა შექმნას შედევრები, უბრალოდ ის გააცნობიერებს საკუთარ თავს და იპოვის მეგობრებს.

და ასწავლეთ თქვენს შვილს, ისიამოვნოს რეალური ნივთებით – გემრიელი ნაყინით, კნუტის ან ლეკვის მოფერებით, დატკბეს ჩიტების სიმღერით, მხიარული მუსიკით, ლამაზი პეიზაჟებით. ითამაშეთ, იცურავეთ, იცეკვეთ, იცინეთ ერთად, დაწერეთ სიმღერები და ლექსები, თუნდაც უნიჭო. რეალური სამყარო იძლევა დაუვიწყარ გამოცდილებას.

მეოცნებე ბავშვი შეიძლება გაიზარდოს ღრმად მოაზროვნე, პოზიტიურ, აქტიურ, წარმატებულ და საყვარელ ადამიანად. ამისთვის საფუძველი უნდა შექმნან მშობლებმა.

დაეხმარეთ თქვენს მეოცნებე შვილებს!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *