კვებითი ბუნება

იმისათვის, რომ თქვენს შვილს ჯანსაღო კბილები ქონდეს, გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:
ბავშვის საკვები რაციონიდან ამოღეთ ან შეზღუდეთ ნახშირწყლები, მათ შორის წვენები, კომპოტები და გაზიანი სასმელები, ვინაიდან ნახშირწყლები ნაყოფიერი გარემოა კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისთვის (Streptococcus mutans, Str. sanguis, Str.mitis, Str. Salivariu).
ხილის მირთმევის შემდეგ სთხოვეთ პატარას, გამოივლოს პირში წყალი. ხილი შეიცავს მჟავას, რომელიც რჩება კბილებზე და აგრესიულად ზემოქმედებს მინანქარზე. ეს კი იწვევს მის გათხელებას, დაშლას და კარიესის განვითარებას.
ეცადეთ, ბავშვის რაციონში შეიტანოთ მყარი ბოსტნეული და ხილი (სტაფილო, ვაშლი და მსგავსი), თხილი, ხორცის მთლიანი ნაჭრები კოტლეტის ნაცვლად, ყველი – ანუ საკვები, რომელიც უნდა დაღეჭოს.
ამრიგად, თქვენ იწყებთ კბილების თვითწმენდის პროცესს, ავითარებთ საღეჭი კუნთების ფუნქციას, ასტიმულირებთ ღრძილების ფიზიოლოგიურ მასაჟს, ასტიმულირებთ სახის ძვლების ზრდის ზონებს. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა, ჩამოაყალიბოთ სწორი თანკბილვა და შეუნარჩუნოთ ბავშვს ჯანსაღი კბილები.
მიყევით რჩევებს! იყავით ჯანმრთელი!