მალოკლუზია – არასწორი თანკბილვა

მალოკლუზია ორთოდონტიული პრობლემაა, რომელიც ასოცირდება კბილის სტრუქტურების არასწორ ფორმირებასთან.
მალოკლუზიაზე ეჭვის მიტანა შეიძლება იყოს სარძევე კბილების ამოსვლის მომენტიდანვე: ჩვეულებრივ, კბილებს შორის უნდა იყოს მცირე სივრცეები. მათი არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს მალოკლუზიის ფორმირებაზე.
სხვა სიმპტომებიდან შეიძლება აღინიშნოს კბილების არათანაბარი განლაგება ზედა ან ქვედა ყბაზე, ყბების არასრული დახურვა, გამოხატული და/ან არათანაბარი სივრცეები კბილებს შორის.
მალოკლუზია ხშირად ასოცირდება მემკვიდრეობით მიდრეკილებასთან. ეს პრობლემა ასევე დაკავშირებულია თითის ან საწოვარას მუდმივად წოვასთან, მუდმივად დაქუცმაცებული და რბილი საკვების მიღებასთან, რაც არასაკმარისად განავითარებს საღეჭ და ყბის კუნთებს.
მკურნალობა თანკბილვის კორექციაშია, რასაც ახორციელებს ორთოდონტი. გამოსწორების სხვადასხვა მეთოდი არსებობს: კაპები, ბრეკეტები, ფირფიტები და ა.შ. კონკრეტული მეთოდის შერჩევაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი და ექიმი-ორთოდონტი.
მალოკლუზიის მკურნალობა უნდა დაიწყოს ბავშვობიდან, სარძევე კბილების მუდმივი კბილებით ჩანაცვლების მოლოდინის გარეშე. იზრუნეთ თავიდანვე, რომ თქვენი შვილის ღიმილი იყოს განუმეორებელი!