მეოცნებეების პრობლემები

ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრება არის ის, რაც უფროსებს განსაკუთრებით აწუხებთ მეოცნებე ბავშვში. სიზმრები და ოცნებები მშვენიერია, მაგრამ ბავშვმა უნდა იცხოვროს რეალურ სამყაროში.
და სწორედ აქ შეიძლება წარმოიშვას გარკვეული პრობლემები:
- განდეგილი – მეოცნებე ბავშვები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ყურადღებას. ისინი გადიან რეალობიდან და გადადიან თავისი ფანტაზიის სამყაროში. მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ბანალური, მოწყენილი გარემო. არ შეუძლიათ ხანგრძლივად კონცენტრირება გონებრივ სამუშაოზე. ამიტომ, მათი დაწყებული საქმეები ხშირად მიტოვებულია, სასკოლო მასალა არ არის ათვისებული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოტოვებულია;
- გაფანტულობა – თავის წარმოსახვით სამყაროში ჩაძირვისას ბავშვმა შეიძლება გამოტოვოს გაჩერება, ვერ შეამჩნიოს წითელი შუქნიშანი, ვერ დაინახოს მის წინ დაბრკოლება და ა.შ.;
- პასიურობა – ეს კიდევ ერთი პრობლემაა მეოცნებესთვის. ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად საჭიროა რაღაცისკენ სწრაფვა და წინაღობების გადალახვა. მეოცნებეები პასიურები არიან, უჭირთ ისეთი საქმის კეთება, რომელიც არ მოსწონთ, პრობლემები აქვთ რიგ აკადემიურ საგნებში, არ ანერვიულებთ საყოფაცხოვრებო საქმეები, არ აქვთ ცხოვრების გაუმჯობესების სურვილი;
- დაუცველობა (უსუსურობა) – მეოცნებეებს სულ აქვთ დაუკმაყოფილებლობის განცდა, შფოთავენ, ხმამაღლა ოხრავენ სტრესულ სიტუაციებში, ითხოვენ მუდმივ ყურადღებას. მოუთმენლად ელოდებიან, რომ გაჩვენონ თავისი მუშაობის შედეგი: ნახატი, სიმღერა, მოთხრობა. ასეთი ბავშვები ძალიან დაუცველად გრძნობენ თავს, წყინთ ხუმრობები და შენიშვნები.
- კომუნიკაციის პრობლემები – დაცინვისა და გაუცხოების შიში იწვევს მიმალვის სურვილს. ამიტომ ბავშვები ხშირად განეშორებიან თანატოლებს და მარტოსულები ხდებიან, არ ჰყავთ მეგობრები, არ ერთობიან თანატოლებთან ერთად.
აშკარაა, რომ მეოცნებე ბავშვისთვის ადვილი არ არის ჩვენს სამყაროში არსებობა. მითუმეტეს, თუ ის ვერ პოულობს მხარდაჭერას საყვარელი ადამიანებისგან. თინეიჯერი მეოცნებეები სწავლობენ ფანტაზიების დამალვას, ბავშვები კი წარმოსახვითი და რეალური სამყაროს ზღვარზე ცხოვრობენ. მათი დახმარება, მოერგონ რეალობას, შეუძლიათ მხოლოდ ახლობელ ადამიანებს.
მაშ, დაეხმარეთ მეოცნებე შვილებს!