fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

მეტყველების განვითარება და კომუნიკაცია, შემოქმედებითი უნარები

მეტყველების განვითარება და კომუნიკაცია, შემოქმედებითი უნარები-მშობელი

ასეთი ნახტომი განვითარებაში, რაც 4-6 წლის ასაკის ბავშვებს აქვთ, ძნელად შესაძლებელი იქნებოდა მეტყველების განვითარების გარეშე.

ის არა მხოლოდ აქტიურად სწავლობს ახალ სიტყვებს, არამედ თავადაც იგონებს მათ.

ამ ასაკში ბავშვების აბსოლუტური რაოდენობა იყენებს მეტყველების თითქმის ყველა ხერხს და შესაბამისად მათი ლექსიკაც მნიშვნელოვნად იზრდება. ამდენად, ის უფრო აზრობრივად აღიქვამს ამ სამყაროს, შეგნებულად აანალიზებს ნათქვამს.

როგორ ურთიერთობენ ბავშვები? განსხვავებულად, ვიდრე მოზრდილებთან.

პირველი, რაც იპყრობს ყურადღებას, არის მომატებული ემოციურობა. ისინი იშვიათად საუბრობენ ნორმალურ ტონალობაზე. ყვირიან, იცინიან, ღრიალებენ და ამავდროულად სიამოვნებთ ეს აჟიტირებულობა. მოზრდილებს ხშირად არ ესმით ასეთი რეაქციების.

ამიტომ ბავშვების უმეტესობა 4-6 ასაკობრივ პერიოდში, თანატოლებთან უფრო მოდუნებულად და თავისუფლად იქცევა. თანატოლებს შორის კომუნიკაციისას უფრო მეტი გრძნობების, გამოხატვისა და სახის მიმიკის გამოვლინებები შეიძლება დაინახოთ, ვიდრე მოზრდილებთან ურთიერთობისას. შეამჩნევთ ასევე, რომ თანატოლებთან ურთიერთობისას ბავშვები ხშირად იყენებენ სრულიად მოულოდნელ ბგერებს, იგავ-არაკებსა და სიტყვებს.

ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ბავშვებს ეუხერხულებათ როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან ურთიერთობა. იმიტომ, რომ ეს ფენომენი არ გადაიზარდოს ფსიქოლოგიურ პრობლემაში, მოზარდებმა უნდა გაანეიტრალონ ასეთი სიტუაციები და ეძებონ გამოსავალი. მაგალითად, დაეხმარეთ ბავშვს ასოცირებაში და გაცნობაში: „გამარჯობა ბავშვებო! ჩვენ ვართ ლიზა და ლუკა. მოდით, ერთად ვითამაშოთ“. მომავალში ბავშვი თავად ისწავლის გაცნობას და კომუნიკაციას.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ხატვა წერილობითი მეტყველების მნიშვნელოვანი ნაწილი და შეუძლია ბევრის თქმა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი მის გარშემო არსებულ სამყაროს.

ამის გარდა, ამ ასაკში ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მიდრეკილება სიმღერის, ცეკვის ან სხვადასხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ (მაგალითად, კულინარიული ან ზუსტი მეცნიერებები).

ამ პატარა ადამიანებს საკმაოდ განვითარებული აქვთ ემოციები. ეს ემოციები დაკავშირებულია ოჯახში არსებულ ატმოსფეროსთან. სკოლამდელ ბავშვს შეუძლია გამოხატოს გრძნობები სხვადასხვა ინტონაციით და სახის გამომეტყველებით. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში ოჯახურ ატმოსფეროს.

მეტყველების განვითარება და კომუნიკაცია, შემოქმედებითი უნარები

თამაშები

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *