fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

მზის დარტყმა

მზის დარტყმა-მშობელი

მზეზე ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს მზის დარტყმა, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან მათი თხელი კანი სწრაფად გაუწყლოვანდება. უფროსებისგან განსხვავებით, მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი მდგომარეობა და შეგრძნებები, ამიტომ მშობლებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ ბავშვი: რამდენი ხანია ის მზეზე, დაფარულია თუ არა თავი და მხრები, როდის წაუსვით მზისგან დამცავი კრემი ბოლოს,  კარგად გრძნობს თუ არა ბავშვი თავს?

ძირითადი წესები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ყველა არ იცავს მათ, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ოქროს წესებს: ღია ფერის გრძელმკლავიანი ტანსაცმელი, ქუდი და ბევრი სასმელი!

მზის (ანუ თერმული) დარტყმა სხეულის და, პირველ რიგში, ტვინის გადახურებაა. მეტიც, მისი (მზის დარტყმის) მიღება შესაძლებელია ჩრდილშიც კი, საკმარისია მხოლოდ ორი ფაქტორი – ცხელი ამინდი და ორგანიზმში სითხის ნაკლებობა.

მზის დარტყმის ძირითადი სიმპტომებია: მოდუნება, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ზოგჯერ გულისრევა, მოუსვენრობა, ტირილი.

პირველი დახმარება მზისგან იზოლირებაა! აქვე, წამოწოლა და გრილი (მაგრამ არა ძალიან ცივი) სასმელის მიცემა. უბრალო წყალი საუკეთესოა ამ შემთხვევაში, კატეგორიულად აკრძალულია ტკბილი გაზიანი სასმელი. გაგრილების მიზნით შეგიძლიათ დაასველოთ ტანსაცმელი გრილი წყლით, ან დაადოთ შუბლზე, ფეხებზე ან/და მკლავებზე ცივი საფენები. ეს სწრაფად გაგრილების საუკეთესო საშუალებაა და სწრაფად მოიყვანს ბავშვს გონზე.

თუ ყველა მცდელობის მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა!

იყავით ყურადღებით!

1 Comment

  1. Cảnh báo pavestep.com liên quan đến nhiều vụ scam phishing money scam

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *