fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

მულტფილმების უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

მულტფილმების უარყოფითი გავლენა ბავშვის განვოთარებაზე-მშობელი

მულტფილმები შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გარკვეულწილად ზიანის მომტანიც, როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციურ-ფსიქიკური მდგომარეობის კუთხით.

წინა პლანზე გამოდის ზედმეტი დატვირთვა ხერხემალზე და თვალებზე. თუ ბავშვი ძალიან დიდხანს და ახლო მანძილიდან უყურებს ეკრანს (განსაკუთრებით თუ ფილმის ხარისხი ცუდია), მისი მხედველობა უარესდება. მოუხერხებელი და არაფიზიოლოგიური პოზები იწვევს ხერხემლის პრობლემებს, მხრის სახსრების მოძრაობის დარღვევას და სხვა დაავადებებს.

მომატებული გაღიზიანებადობა და აგზნებადობა, თავის ტკივილი და დაღლილობა ასევე შეიძლება იყოს მულტფილმების ხანგრძლივი ყურების შედეგი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ზოგიერთ ფილმს შეუძლია არა მხოლოდ შეანელოს ან შეაფერხოს, არამედ შეაჩეროს ბავშვის განვითარება. ეს ეხება როგორც ფილმის შინაარსს, ასევე ფილმის გრაფიკას/ანიმაციას. ვიზუალური აღქმა ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მულტფილმების შერჩევას ასაკის შესაბამისად.

ექსპერტები თვლიან, რომ საბავშვო გადაცემების ყურება უნდა დაიწყონ ბავშვებმა სამი წლიდან. სწორედ ამ პერიოდში ხდება მათი აქტიური ფსიქო-მოტორული განვითარება. თუ ბავშვი 3 წლამდე იწყებს მულტფილმების ყურებას, არის შანსი, რომ მულტფილმების უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე თვალსაჩინო იყოს განვითარების დეფექტების სახით, როგორიცაა მაგალითად, მეტყველების შეფერხება.

ამიტომ, მშობლებო, იყავით ყურადღებით და გაითვალისწინეთ ფსიქოლოგების რჩევები!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *