fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ოჯახში მეოცნებე ბავშვია

ოჯახში მეოცნებე ბავშვია-მშობელი

ალბათ ხშირად შეხვედრიხართ ბავშვებს, რომლებიც იგონებენ თავიანთ იდეალურ სამყაროს და უპირობოდ სჯერათ ზღაპრების და თოვლის ბაბუის. რით განსხვავდებიან მეოცნებეები სხვა ბავშვებისგან?

განურჩევლად ყველა ბავშვი თხზავს და იგონებს სხვადასხვა ისტორიას, მაგრამ მეოცნებე ბავშვები გამოირჩევიან იმით, რომ ისინი ძალიან ხშირად (თითქმის მუდმივად) განცალკევდებიან რეალობისგან. მიზეზი მათი მდიდარი ფანტაზიაა. სწორედ ეს გარდაქმნის ყოველ ახალ შთაბეჭდილებას და ინფორმაციას ორიგინალურ სურათებად. რუტინული და ერთფეროვანი საქმიანობა მათთვის ნამდვილი წამებაა.

ფანტაზიის ან, როგორც ახლა ამბობენ, კრეატიულობის უნარი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ მომენტში: მეოცნებე ყველგან ახალ გამოსახულებებს ხედავს, მაგალითად:

მაკარონები მისთვის შეიძლება ხის მორები იყოს. ბავშვმა ამ “მორებისაგან“ თეფშზე ჯერ „სახლი უნდა ააშენოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ გაუსინჯავს გემოს. ან კედელზე დახატულ ყვავილებზე ზღაპრულ გმირებს აღმოაჩენს ხოლმე, რომლებთანაც თამაშს იწყებს, როცა ყველას სძინავს. ბავშვს ხშირად სჯერა ზღაპრის გმირების და თოვლის ბაბუის არსებობის და ცდილობს, ყველა ხერხით იპოვოს ამის დადასტურება.

მეოცნებე ბავშვები გამოდიან მშვენიერი მსახიობები, მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები, დიზაინერები – ანუ, შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები. ეს ბუნებრივიცაა. მათი ბავშვობისდროინდელი ფანტაზიები რეალიზდება ხელოვნებასა და შემოქმედებით საქმიანობაში. საუკეთესო „კრეატიულები“ სწორედაც მეოცნებეებისგან იზრდებიან.

გაითვალისწინეთ, ოჯახში მეოცნებე ბავშვია!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *