პირველი ბანაობა

პირველი დაბანა დედისთვის მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და სანერვიულოა. მაგრამ ამ პროცედურაში არაფერია რთული. მთავარია მოთმინება და საჭირო აქსესუარების ქონა. მაგალითად, დამხმარე მოწყობილობა, როგორიცაა აბაზანის ჰამაკი, რაც საშუალებას გაძლევთ გაინთავისუფლოთ ხელები.
მთელი პროცესი გრძელდება არაუმეტეს 7-10 წუთისა. ამ დროს ნაზად უნდა ჩამოიბანოთ ბავშვის კანის თითოეული ნაკეცები. შამპუნისა და საპნის გამოყენება რეკომენდებულია არაუმეტეს კვირაში ერთხელ. დანარჩენ დღეებში პირველი 2-3 თვის განმავლობაში საკმარისია თბილი წყლით დაბანა საპნის გარეშე.
სიცოცხლის პირველი ექვსი თვე ბავშვს ყოველდღიურად უნდა აბანავებდეთ. ეს საშუალებას გაძლევთ, ჩამობანოთ ყველა საშიში ბაქტერია კანიდან და შეამციროთ საფენის გამონაყარის რისკი. ექვსი თვის შემდეგ ბავშვს კვირაში 2-3-ჯერ ბანენ.
გარწმუნებთ, მალე მიეჩვევით და ბანაობის პროცედურა აღარ იქნება რთული, პირიქით ის გადაიქცევა თქვენს საყვარელ და საინტერესო თამაშად.
როგორ გავხადოთ ბანაობა რაც შეიძლება კომფორტული?
იმისათვის, რომ ბანაობა იყოს სასიამოვნო და არა სანერვიულო, შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი რიგი რეკომენდაციები:
- საკუთარ პატარა აბაზანაში ბავშვი თავს მაქსიმალურად დაცულად უნდა გრძნობდეს;
- ბანაობისას საჭიროა ვიზუალური და ტაქტილური კონტაქტის შენარჩუნება (მაგალითად, ხელის დაჭერა). ეს საშუალებას აძლევს ბავშვს დამშვიდდეს, მოგენდოთ და დაისვენოს;
- ბანაობის დროს შეგიძლიათ ესაუბროთ პატარას, ან უმღეროთ;
ყველა ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობენ დამშვიდებას, ახლობელ ადამიანებთან სიახლოვის შეგრძნებას და სრული დაცვის განცდას.
ბავშვის დაბანა შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. ხშირად მშობლებს ურჩევნიათ ამის გაკეთება საღამოს, რათა ბავშვი ძილის წინ დამშვიდდეს. ეს ყოველთვის არ მუშაობს, ამიტომ სჯობს თქვენს მდგომარეობაზე გაამახვილოთ ყურადღება: დაბანეთ ბავშვი, როცა თავს საკმარისად ძლიერად და ყურადღებიანად იგრძნობთ, რადგან ბანაობის 10-15 წუთიც კი შეიძლება იყოს გამძლეობის ტესტი.
გაითვალისწინეთ ბავშვის მდგომარეობა: არ დაბანოთ, როცა ის მშიერი ან დაღლილია. უმჯობესია წყლის პროცედურების ჩატარება, როდესაც ბავშვი მშვიდადაა.
თუ ბანაობა თქვენი ბავშვისთვის ყოველდღიური რიტუალია, პირველ თვეებში გამოყავით ამ პროცედურისთვის მხოლოდ 5-10 წუთი და რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენეთ გამწმენდი საშუალებები.
ეცადეთ, წყალი ნაკლებად მოხვდეს თვალებში. ეს შიშს და დაუცველობის განცდას იწვევს პატარაში, რამაც შეიძლება ცუდი ასოციაციები დატოვოს მასში და გაყვეს ეს განცდა ხანგრძლივად.
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და თქვენი პატარასათვის ბანაობა სასიამოვნო რიტუალი გახდება. მნიშვნელოვანია, ბავშვი ბანაობდეს ცრემლების გარეშე.