რაზე უნდა ვესაუბროთ ძიძას ინტერვიუზე?

თუ შესაბამისად მიუდგებით პროფესიონალი ძიძის არჩევანს, მაშინ შვილი იქნება ზედამხედველობის და კონტროლის ქვეშ და მიიღებს ყოვლისმომცველ განვითარებას.
უმჯობესია წინასწარ შეადგინოთ გუვერნანტისთვის კითხვების სია და ნათლად გაიგოთ, რატომ სვამთ ამა თუ იმ კითხვას, განაპირობებს თუ არა ეს დამტკიცებული მოთხოვნების მიხედვით რეალურ შეფასებას.
კანდიდატი ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და აქვს განსაზღვრული უნარები და გამოცდილება. მეტიც, პირი შეიძლება იყოს ძებნილი, იყოს მოვალე, იყოს შსს-ს მონაცემთა ბაზაში ან სხვა პრობლემები ჰქონდეს კანონთან. იმისათვის, რომ არ დაეყრდნოთ მხოლოდ ინტუიციას, ღირს გულდასმით შეამოწმოთ განმცხადებლის ყველა დოკუმენტი (საგანმანათლებლო დიპლომები, ნასამართლობის ცნობა, ყოფილი დამსაქმებლების რეკომენდაციები), ასევე შეაფასოთ სპეციალისტის სანდოობა.
კითხვები გუვერნანტისთვის გასაუბრებაზე:
- გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენი განათლების, სპეციალიზაციის და სამუშაო გამოცდილების შესახებ;
- ბავშვის აღზრდის და განათლების რა მეთოდებს ანიჭებთ უპირატესობას?
- სწავლების როგორი პროგრამა გაქვთ ისეთი ასაკის ბავშვისთვის, როგორიც ჩვენ გვყავს?
- სად მუშაობდით, რომელ ოჯახში, როგორი აღსაზრდელი გყავდათ, რას ასწავლიდით?
- რა მიზეზით წამოხვედით წინა ოჯახიდან?
- რა ასაკის ბავშვთან მუშაობდით?
- როგორ გაატარებთ ჩვეულებრივ დღეს ჩვენს შვილთან ერთად, რითი იქნებით დაკავებული დღის მანძილზე?
- იცით თუ არა უცხო ენები და რომელი?
- გაქვთ თუ არა მუსიკალური განათლება, უკრავთ თუ არა რომელიმე ინსტრუმენტზე?
- როგორ ხართ განწყობილი სპორტის მიმართ?
- მოგვიყევით, რას ანიჭებთ უპირატესობას ბავშვის კვებაში?
- თქვენთვის რომელი უფრო მოსახერხებელია – მოამზადოთ საჭმელი ბავშვისთვის დამოუკიდებლად თუ მომზადებული დაგახვედროთ?
- დაოჯახებული ხართ? თუ გყავთ შვილები და რა ასაკის?
- ხშირად ავადმყოფობთ? თუ კი, უფრო ხშირად რომელი დაავადებით?
- შეგიძლიათ მოყვეთ თქვენს ოჯახზე? რა ტრადიციები გქონდათ ოჯახში?
- როგორ რეაგირებთ სტრესსზე და როგორ უმკლავდებით მას?
- როგორ იქცევით ჭირვეულ და მოუსვენარ ბავშვებთან?
- როგორი სამუშო გრაფიკი არის თქვენთვის მისაღები?
- შეგიძლიათ თუ არა ზაფხულში მუშაობა?
- დასაშვებია თუ არა დროგამოშვებით სამსახურში შეფერხება და რა პირობებით?
- როგორ იქცევით ექსტრემალურ სიტუაციებში: მაგალითად ხანძრის ან ბავშვის ტრავმის შემთხვევაში?
- რა ანაზღაურებაზე ხართ თანახმა და გადახდის როგორი მეთოდი გაკმაყოფილებთ?
ეს არის ის აუცილებელი კითხვები, რომელიც დაგეხმარებათ, შეიქმნათ წარმოდგენა თქვენი შვილის მომავალ ძიძაზე და ნაკლები შეცდომები დაუშვათ მისი არჩევის პროცესში. გისურვებთ წარმატებას!