რა ტიპის ძიძები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?

ძიძა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც უბრალოდ არ შეიძლება იყოს შემთხვევითი.
როგორ ავირჩიოთ ძიძა და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას?
ბავშვისთვის ძიძის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია – თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი, რომელიც არა მარტო შეეგუება ბავშვს და აკონტროლებს მას დღის განმავლობაში, არამედ შეძლებს სამედიცინო დახმარების გაწევასაც საჭიროების შემთხვევაში, ბავშვში მორალის სტანდარტების დანერგვას, სასკოლო დავავლებების შესრულებაში დახმარებას, საკვების მონიტორინგს და უბრალოდ გახდება საიმედო და ერთგული მეგობარი მისთვის.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ძიძის შერჩევა ბავშვის ასაკისა და საჭიროებების მიხედვით. აუცილებელია იცოდეთ, რა ასაკიდან შეუძლია ძიძას/გუვერნანტს ასწავლოს ბავშვს და რა ასაკიდან იყოს მისი აღმზრდელი.
ძირითადად 4 ტიპის ძიძა არსებობს, რომელთაგან თითოეული შესაფერისია კონკრეტული ამოცანებისთვის. ესენი არიან:
- ძიძა აღმზრდელი – დაბადებიდან ერთ წლამდე (მოვალეობები: რეჟიმის დაცვა, სეირნობა, საჭმელის მომზადება, თამაშები, დამოუკიდებეი უნარ-ჩვევების განვითარება, საბავშო ოთახის დალაგება);
- ძიძა მასწავლებელი – ზოგადი განვითარება ერთი წლიდან 5-6 წლამდე (ფაქტიურად ეს არის რეპეტიტორი ძიძის ფუნქციებით. თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი განათლების მქონე მასწავლებელი, რომელიც ძიძის ფუნქციასაც შეასრულებს);
- ძიძა – გუვერნანტი – სკოლამდელი და სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის (სჭირდებათ მშობლებს, რომელთა შვილები სკოლაში წასასვლელად ემზადებიან ან უკვე სწავლობენ. უმჯობესია იყოს პედაგოგიური განათლების და ორიენტირებული სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობაზე. ევალება, დაიცვას ბავშვის დღის რეჟიმი და დაეხმაროს საშინაო დავალებების მომზადებაში);
- ძიძა – დამხმარე/ექთანი – განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის (რეჟიმის მკაცრი დაცვა, ბავშვის დახმარება სოციალიზაციასა და ფსიქოლოგიურ ადაპტაციაში, მედიკამენტების მიღების კონტროლი, მასაჟი ექიმის მითითებით, მდგომარეობის უეცარი გაუარესების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევა).
მთავარია, თქვენ სწორად შეარჩიოთ ძიძა ასაკის და დანიშნულების მიხედვით.