რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს შვილს მუცლის ტკივილი აქვს?

თუ ბავშვს მუცელი სტკივა, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ბავშვს ნორმალური ტემპერატურა აქვს, არ აღებინებს, არ არის ძილიანი და ადექვატურად რეაგირებს. ცხელება მუცლის ტკივილთან ერთად შეშფოთების მიზეზია, რადგან არ გამოგვეპაროს აპენდიციტი.
თუ ტემპერატურა არ არის, ბავშვი აქტიურია, თვითონ მივიდა დედასთან და უთხრა, რომ მუცელი სტკივა, ეცადეთ ჩაიხუტოთ და დაამშვიდოთ ბავშვი, გადაიტანოთ მისი ყურადღება სხვა თემაზე. ეს საუკეთესოა, რაც ამ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ. თუ ბავშვი გაერთო, მაშინ ყველაფერი კარგადაა. ბავშვებში, უმეტეს შემთხვევაში, მუცლის ტკივილი დროებითი პრობლემაა. ეს არ არის აპენდიციტის ან სხვა რაიმე დაავადების ნიშანი, არამედ უბრალოდ სპაზმია, რომელიც დიდწილად, საკვების გარდა, ნერვული სისტემის მდგომარეობითაც განისაზღვრება. ზედმეტად გადაღლილმა ბავშვმა შეიძლება დაიჩივლოს მუცლის ტკივილზე. ასეთ სიტუაციებში შეგიძლიათ ანტისპაზმური საშუალებების (მაგალითად, პიტნის წვეთები ან ესპუმიზანი) გამოყენებაც კი, რომელიც მოხსნის სპაზმს და დაამშვიდებს ბავშვს.
დააკვირდით ბავშვის მდგომარეობას, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ცვლილებას: ცხელება, ლეთარგია, ძილიანობა, დაბნეულობა, გახანგრძლივებული მუდმივი ტკივილი. ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის დამატებით გამოვლენის შემთხვევაში, დაურეკეთ ექიმს და ნუ ჩაატარებთ თვითმკურნალობას, რადგან შეიძლება გამოგრჩეთ სერიოზული ქირურგიული პათოლოგია.
თუ მუცლის ტკივილის ეპიზოდები საკმაოდ ხშირად მეორდება, მაშინ თქვენივე სიმშვიდისთვის მიმართეთ პედიატრს. ის შეამოწმებს ბავშვის სხეულის წონას, გაარკვევს, როგორია კუჭის მოქმედება, როგორ იკვებება, შესაძლოა მოითხოვოს განავლის ტესტი ჰელმინთებზე და პარაზიტების კვერცხებზე. მიღებული შედეგების საფუძველზე ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას, რაც დაეხმარება თქვენს შვილს გამოჯანმრთელებაში.
გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და თავი აარიდეთ თვითმკურნალობას. სპეციალისტის რჩევები ძალიან მნიშნვნელოვანია.