fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

რეკომენდაციები კბილის ამოღების შემდეგ

რეკომენდაციები კბილის ამოღების შემდეგ-მშობელი

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კბილის ამოღების შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში აკრძალულია კბილების ინტენსიური გახეხვა. ეს აკრძალვა აიხსნება იმით, რომ ამოღებული კბილის ბუდეში ყალიბდება თრომბი. ინტენსიური გახეხვის დროს ჯაგრისს შეუძლია მოაშოროს თრომბი და გააშიშვლოს ჭრილობა, რაც საფუძველია ჭრიობაში ბაქტერიების შეღწევის და ანთებითი პროცესის ან ალვეოლიტის განვითარების.

სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა შეამციროთ დატვირთვები 5-7 დღის განმავლობაში. თუ ბავშვი აქტიური სპორტით არის დაკავებული, უმჯობესია ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავოს ვარჯიშისგან.

არ დაათბუნოთ ჭრილობის ადგილი, არ გამოაყენებინოთ ცხელი სავლები. ყოველი ჭამის შემდეგ გამოავლეთ პირის ღრუში გვირილის ნაყენი ან გადადუღებული გრილი წყალი. გაუხეხეთ კბილები დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით ისე, რომ ჭრილობას მოერიდოთ.

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სტომატოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს აღდგენის პერიოდის შემცირებას და ანთების თავიდან აცილებას.

აღდგენის პერიოდის მახასიათებლები:

თუ კბილის ექსტრაქციდან 12-24 საათის შემდეგ შეინიშნება სისხლიანი გამონაჟონი ჭრილობიდან, ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამოხატული მტკივნეულობა ან მომატებული ტემპერატურა, სავარაუდოდ ეს გართულებაზე მიუთითებს. ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს.

კბილის ექსტრაქცია ქირურგიული პროცესია, რომელსაც მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგეთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *