fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ ამოვიღოთ სარძევე კბილი სახლში

როგორ ამოვიღოთ სარძევე კბილი სახლში-მშობელი

5-6 წლის ასაკში ბავშვის სარძევე კბილები იცვლება მუდმივით. სარძევე კბილების ფესვები იწყებს გაწოვას, ხოლო მზარდი მუდმივი კბილი აწვება ქვემოდან და არყევს მას. ამრიგად, დროებითი კბილი ბუნებრივად ამოვარდება. მაგრამ ზოგჯერ ამ პროცესს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს და კბილი, როგორც იტყვიან, “ძაფზეა ჩამოკიდებული”. ასეთ კბილებს სტომატოლოგები ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით იღებენ, მაგრამ შეგიძლიათ  თავადაც სცადოთ სახლის პირობებში მისი მოშორება.

მოდით ვისაუბროთ უმარტივეს და უსაფრთხო მეთოდებზე.

  • მომზადება ამ პროცედურისთვის აუცილებელია. ამისთვის გაიარეთ რეკომენდაცია სტომატოლოგთან;
  • ღრძილების მდგომარეობის შეფასება აუცილებელია, სანამ სახლის პირობებში სარძევე კბილის ამოღებას გადაწყვეტთ. თუ ღრძილი შეშუპებულია, შესაძლოა იყოს ანთებითი პროცესი. ამიტომ უმჯობესია მიმართოთ სტომატოლოგს. ანთების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
  • კბილის მდგომარეობის შეფასება – თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მხოლოდ ძალიან მორყეული კბილი. თუ ის  ჯერ კიდევ მყარად არის რბილ ქსოვილებში, ხოლო ღრძილები კარგი სიმკვრივისაა, არ არის საჭირო აჩქარება. შეიძლება დაგჭირდეთ კიდევ ცოტა ხნით ლოდინი.

ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ, თუ გადაწყვეტთ სახლის პირობებში სარძევე კბილის ამოღებას, მოამზადეთ ყველაფერი წინასწარ: ანტისეპტიკური ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად, ჭურჭელი ჩასაფურთხებლად და მარლწყალიანი ბურთულა ჭრილობის ტამპონადისთვის.

მოამზადეთ ბავშვი. აუხსენით, რომ პროცედურა არ არის საშიში და აბსოლუტურად უმტკივნეულოა. თუ ბავშვი განიცდის ძლიერ შიშს, ვერ მშვიდდება ან არ ეთანხმება პროცედურას, ნუ დააძალებთ, მიმართეთ სტომატოლოგიურ კლინიკას. ბავშვის მოუსვენარმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის არასწორი მოცილება და უარყოფითი შედეგები.

გამოკვებეთ ბავშვი პროცედურამდე. კბილის ამოღების შემდეგ არ არის რეკომენდებული საკვების მიღება მინიმუმ 2 საათის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში ჭრილობაში სისხლის შედედების პროცესი მიმდინარეობს და  არსებობს საკვების ნაწილაკების მოხვედრის და ინფექციის შეტანის საშიშროება. ასევე, ანთების თავიდან აცილების მიზნით, პროცედურის დაწყებამდე ბავშვს კარგად გამოახეხინეთ კბილები.

როგორ ამოვიღოთ სარძევე კბილი? რამოდენიმე მეთოდი არსებობს:

  1. დაიჭირეთ კბილი ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებული მარლით, ატრიალეთ სხვადასხვა მიმართულებით და შემდეგ მკვეთრი, მაგრამ აკურატული მოძრაობით აწიეთ ზევით. კბილი ამოღებულია;
  2. “ძაფით მოცილება” –  ეს მეთოდი შესაფერისია, თუ კბილი ძალიან მორყეულია. ძაფი სველდება ანტისეპტიკურ ხსნარში. დაამაგრეთ მისი ერთი ბოლო კბილზე მარყუჟით. მეორე ბოლო მკვეთრი მოძრაობით აქაჩეთ ზემოთ. კბილი მომენტალურად მოძვრება. ეს მეთოდიც ეფექტურია, მაგრამ უფრო სარისკო, რადგან თუ ძაფს არასწორი მიმართულებით აწევთ, შეიძლება ბავშვს ძლიერი ტკივილი მიაყენოთ, დააზიანოთ ღრძილები და თვით კბილიც კი.
  3. შეგიძლიათ გაახეხინოთ ბავშვს კბილები კბილის ჯაგრისით ან მისცეთ მყარი საკვები, მაგალითად, სტაფილო ან ვაშლი და ჩააკბეჩინოთ. საკვების ღეჭვის პროცესში შესაძლოა კბილი ამოვარდეს.

ყველა შემთხვევაში, კბილის ამოღების შემდეგ აუცილებელია ჭრილოაში ჩადოთ ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებული მარლის ტამპონი. 15-20 წუთის შემდეგ ტამპონი შეგიძლიათ მოაშოროთ. თუ სისხლდენა გაგრძელდა, ჩადეთ ჭრილობაში ახალი ტამპონი სისხლდენის შეჩერებამდე.

იმისათვის, რომ ბავშვს არ შეეშინდეს პროცედურის და არ განიცადოს სტრესი, შეგიძლიათ პროცედურა ერთგვარ თამაშად აქციოთ. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ თქვენს შვილს კბილის ფერიის შესახებ ან მოამზადოთ საჩუქარი, რომელიც გადაეცემა მას კბილის ამოღების შემდეგ.

მიენდეთ თქვენს ფანტაზიას, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *