fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ გავარჩიოთ ფანტაზია ტყუილისგან?

როგორ გავარჩიოთ ფანტაზია ტყუილისგან?-მშობელი

ყველა ბავშვს უყვარს ფანტაზიორობა. ხანდახან მოზრდილებსაც კი, მაგრამ ამას უკვე ტყუილი ჰქვია. და თუ ფანტაზია ღიმილს იწვევს, მაშინ ტყუილი ხდება უკმაყოფილების, უთანხმოების და დიდი ჩხუბის მიზეზი.

სად მთავრდება ფანტაზია და სად იწყება ტყუილი?

  • ტყუილს ბევრი სახე აქვს. მისი ყველაზე გავრცელებული ტიპია ტყუილი, როგორც მავნე ჩვევა. ყველაზე ხშირად ამ ტიპის ტყუილი ბავშვში ყალიბდება მაშინ, როცა მისმა ტყუილმა გამოიწვია უფროსების სიცილი ან ღიმილი. ეს უკვე მტკიცების სიგნალია! რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ უწყინარი ფანტაზია შეიძლება ცუდ ჩვევად იქცეს.
  • ზოგჯერ ბავშვი მალავს თავის პასიურობას, მარტოობის და დაუცველობის გრძნობას, ყურადღების ნაკლებობას, არადამაჯერებლობას ტყუილის ქვეშ. როგორც წესი, ეს ტყუილი გამოწვეულია ფანტაზიით. მარტოხელა ბავშვი თავის წარმოსახვაში ხდება ყველაზე მამაცი;
  • ზოგი ტყუილი სიმართლის თქმის შიშთან კავშირშია. ამით ბავშვი თავიდან იცილებს უსიამოვნო სიტუაციას და ტყუილი ხდება “ჯადოსნური ჯოხი”;
  • არსებობს კიდევ ტყუილი, როგორც სარგებლის მიღწევის საშუალება. ის ყველაზე გავრცელებული სახეობა მოზრდილებში და ფანტაზიასთან საერთო არაფერი აქვს.

არსებობს უფროსების ქცევის რამდენიმე წესი, რომელიც შეამცირებს ბავშვის მოტყუების რისკს:

1. ოჯახში ბავშვის მიმართ არსებულ საერთო წესებს  ყველა უნდა იზიარებდეს. ამ წესის დარღვევით, თქვენ აღზრდით მანიპულატორს, რომელიც მშვენივრად ხვდება, რა უნდა უთხრა მამას, თუ დედამ რაღაც აუკრძალა;

2. შეასრულეთ დანაპირები ან არ დაჰპირდეთ იმას, რასაც ვერ შეუსრულებთ (ეს ეხება  წახალისებასაც და დასჯასაც);

3. იყავი გულწრფელი თქვენს ქცევებში, რადგან ბავშვი ზრდასრულის მანერების კოპირებას ახდენს.

4. აკრძალვების დაზუსტება – გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ყველაფრის აკრძალვა. როცა ბავშვი მუდმივად შეზღუდულია თავის ქმედებებში, დაელოდეთ, ერთხელ ის აუცილებლად დაიწყებს ტყუილების თქმას.

5. ნუ აყვებით  ბავშვებს ტყუილებში, ნუ ითამაშებთ მისი წესებით.

თუ ტყუილის ფაქტი უკვე გამოვლინდა, მაშინ მიზანშეწონილია გამოიყენოთ შემდეგი წესები:

1. ყოველ ჯერზე ეცადეთ გაარკვიოთ, რატომ იცრუა ბავშვმა. უმეტეს შემთხვევაში ის იტყუება უსიამოვნო სიტუაციის თავის დაძვრენის მიზნით. ამიტომ მნიშვნელოვანია დადგენა, თუ რატომ იცრუა ბავშვმა;

2. თუ ბავშვმა თავად აღიარა ტყუილი, მისი დასჯა დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება აღარასოდეს გაიგოთ სიმართლე თქვენი შვილისგან. არ უნდა გამოიყენოთ ფრაზები, როგორიცაა: “გაიზრდები მატყუარა?” ან “ასეთი პატარა და უკვე იტყუები!”. საუკეთესო ეფექტს მიაღწევთ, თუ ეტყვით: “რატომ თქვი ტყუილი, შენ ხომ ყოველთვის გულწრფელი ხარ ჩემთან?”

3. ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა გამოასწოროს შედეგები: დააბრუნოს ის, რაც აიღო დაუკითხავად; ბოდიში მოიხადოს ტყუილისთვის და ა.შ. ამ წესში მთავარია, რომ ბავშვმა არ მიიღოს სიამოვნება იმ შედეგისგან, რაც მოჰყვება მის ტყუილს. ჰარმონიული განვითარებისთვის ბავშვს შეუძლია და უნდა იფანტაზიოროს კიდეც! მთავარი განსხვავება ფანტაზიასა და ტყუილს შორის არის ის, რომ ტყუილი იწვევს ტკივილს, მაგრამ ფანტაზია საშუალებას გაძლევთ გახადოთ სამყარო უკეთესი.

ასე რომ, დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, რათა გაარჩიოთ ტყული ფანტაზიისგან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *