fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს ძიძასთან განშორებას?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს ძიძასთან განშორებას?-მშობელი

ძიძა ხშირად ხდება ოჯახის წევრი. როცა ის ტოვებს ოჯახს, ყველასთვის ძალიან ძნელია, მითუმეტეს  ბავშვებისთვის. განსაკუთრებით თუ ეს მოულოდნელად ხდება. როგორ ავუხსნათ ბავშვს, რატომ შეწყვიტა ძიძამ მასთან სიარული და რა დაეხმარება, სტრესის გარეშე გადაიტანონ ეს განშორება?

ნუ შიშობთ, რომ ძიძის წასვლა ბავშვს ტრავმას მიაყენებს.

ძიძა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოჯახში, არის ადამიანი, რომელთანაც ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა. ანუ ის აღიქვამდა მას ახლობელ ადამიანად, რომელიც მუდამ ზრუნავდა მასზე, ვისაც ენდობოდა,  ვისთანაც პოულობდა ნუგეშს და მხარდაჭერას.

თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვს, რა ხდება რეალურად, რა თქმა უნდა მისთვის გასაგებ ენაზე.

თუ ბავშვი მოწყენილი და სევდიანია, უთანაგრძნეთ მას ამ პროცესში – დაუჯექით გვერდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, ან შეგიძლიათ უბრალოდ გაჩუმდეთ. უთხარით, რომ გესმით მისი, მის გვერდით ხართ და ყოველთვის შეუძლია ქონდეს თქვენი იმედი.

ძიძას სთხოვეთ, რომ მოვიდეს დასამშვიდობებლად, თუმცა მას შეუძლია უარი თქვას და ვერც დააძალებთ.

თუმცა ძიძასთან პირადად გამომშვიდობება ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია.

მნიშვნელოვანია, არ შეგეშინდეთ, რომ ძიძის წასვლა ბავშვის დაზიანებას გამოიწვევს. დიახ, განშორება ხდება ცხოვრებაში, ყველა ურთიერთობა არ არის მარადიული, მაგრამ ეს ვერ უარყოფს ყველაფერ კარგს, რაც ცხოვრებაში ხდება. შეგიძლიათ ეს თქვენს მეხსიერებაში შეინახოთ და გააგრძელოთ ცხოვრება. მიეცით ნება, განიცადოს ბავშვმა ეს ემოციები! მას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე, რატომ აღარ იმუშავებს მასთან ძიძა. არ არის საჭირო ახსნა-განმარტების მოფიქრება, მაგრამ ღირს მისი ადაპტირება ბავშვის ასაკთან.

ნება მიეცით თქვენს შვილს, იტიროს, იყოს მოწყენილი, გააპროტესტოს. ნორმალურია ამ ემოციების განცდა. ნუ დათრგუნავთ მათ. ბავშვს აქვს უფლება, იდარდოს ძიძის გამო. მიეცით ბავშვს უფლება, განიცადოს ეს ემოციები!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *