როგორ დავეხმაროთ ბავშვს, თუ მას ყელის ტკივილი აქვს

ბავშვები ხშირად ცივდებიან ან ავადდებიან ინფექციური დაავადებებით. ყელის ტკივილი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია.
რა საშუალებები უნდა აირჩიოთ ამ უსიამოვნო სიმპტომთან საბრძოლველად?
ბავშვის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია. ის მხოლოდ “ეცნობა” ინფექციურ აგენტებს და “სწავლობს” საკუთარი სხეულის დაცვას. ამიტომ, მიკრობებს, რომლებიც ხვდებიან ცხვირ-ხახაში, შეუძლიათ დაძლიონ ბარიერი და გამოიწვიონ ლორწოვანი გარსის ანთება (ფარინგიტი) და ნუშისებრი ჯირკვლების ანთება – ტონზილიტი, ან ყელის ტკივილი.
შემთხვევათა 70%-ში დაავადების გამომწვევები რესპირატორული ვირუსებია (ადეროვირუსი, რინოვირუსი, პარაგრიპი და სხვა), რომლითაც შეიძლება დაავადდეს ბავშვი წლის ნებისმიერ დროს სეზონის მიუხედავად. შემთხვევათა დანარჩენ 30%-ში გამომწვევები ასოცირდება სტრეპტოკოკულ ინფექციებთან და სახიფათო პათოგენებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. ამიტომ, თუ ბავშვი ყელის ტკივილს უჩივის, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დადგინდეს დაავადების ხასიათი.
როგორ გავარკვიოთ, აქვს თუ არა ბავშვს ყელის ტკივილი?
ბავშვებს ყოველთვის არ შეუძლიათ ობიექტურად აღწერონ თავიანთი მდგომარეობა და შეგრძნებები, ასევე შეაფასონ ტკივილის სიმძიმე, მაგრამ ყელის ტკივილისას ძნელია, ბავშვის ტანჯვა ვერ შეამჩნიო. მადის დაკარგვა, უარის თქმა ჭამაზე ან თხევადი საკვების მიღებაზე, ყლაპვისას ტირილი, დაძბულობა ან სახის გამომეტყველების შეცვლა გვაფიქრებინებს, რომ ბავშს ყელი სტკივა და მშობელი დროულად უნდა დაუკავშირდეს პედიატრს.
იმოქმედეთ წერტილოვნად:
ბავშვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭიროა ინფექციასთან და ანთებასთან ბრძოლა და არა მხოლოდ ტკივილთან. მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პერორალურად ანტიბიოტიკების დამოუკიდებელი გამოყენება შეიძლება იყოს გაუმართლებელი და სახიფათო ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივი თერაპია პირველი ჯგუფის კომბინირებული პრეპარატებით საკმარისია. მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია პრეპარატის არა მხოლოდ შემადგენლობა, არამედ ფორმაც! მშობლებისთვის ერთ-ერთი რთული ამოცანაა პრეპარატის დოზის და ფორმის არჩევა.
ბავშვებს უყვართ პასტილები – მას კანფეტს ასგავსებენ, მაგრამ ისინი ხშირად ღეჭავენ მათ და სწრაფად ყლაპავენ. შედეგად, აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია ანთების ადგილზე და მათი მოქმედების ხანგრძლივობა არასაკმარისია ინფექციასთან საბრძოლველად.
პასტილები რეკომენდირებულია 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც შეიძლება აუხსნათ წამლის გამოყენების წესები.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო სპრეი – ის მოქმედებს ტაბლეტების მსგავსად. მისი დოზირება და გამოყენება მარტივია დახვეწილი მექანიზმის წყალობით, სამკურნალო ხსნარი შეფრქვევისას აღწევს ცხვირ-ხახის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებსაც კი და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ანტიინფექციურ ეფექტს.
წამლის გემოვნური თვისებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს არ უყვართ მწარე და მჟავე წამლები. იმიტომ, რომ მკურნალობა იყოს არა მხოლოდ მოსახერხებელი და ეფექტური, არამედ სასიამოვნოც, აარჩიეთ წამალი ჟოლოს ან ბავშვისთვის საყვარელი გემოთი. ამავდროულად, საბავშო პრეპარატები არ შეიცავს შაქარს, არ აზიანებს ბავშვის კბილებს და შესაფერისია დიაბეტით დაავადებულთათვისაც.
თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ ენდოთ ბავშვისთვის განსაზღვრულ ყელის ტკივილის გემრიელ მედიკამენტებს. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, ყველა ტიპის მკურნალობა შეათანხმეთ პირად პედიატრთან და თავი აარიდეთ თვითმკურნალობას!