fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ დარჩე ახლობელ ადამიანად დისტანციურად

როგორ დარჩე ახლობელ ადამიანად დისტანციურად-მშობელი

კომუნიკაციის სიხშირე მამებს და შვილებს შორის დიდწილად დამოკიდებულია განშორების მიზეზზე და დედის გავლენაზე. და მაინც, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც დაეხმარება მამას დარჩეს შვილებისთვის ახლობელ ადამიანად, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს:

  • შეინარჩუნეთ ურთიერთობა დედასთან. შეეცადეთ, გქონდეთ მასთან თავაზიანი და პოზიტიური დამოკიდებულება. გახსოვდეთ, რომ ის ყველაზე ახლობელი ადამიანია ბავშვისთვის და იცის მისი სირთულეები, პრობლემები, უარყოფითი და დადებითი მხარეები. იყავით მომთმენი, დროთა განმავლობაში, ნეგატივი გაქრება. თქვენ აღარ ხართ მეუღლეები, მაგრამ რჩებით მშობლებად;
  • პატივი ეცით ბავშვს. მან სტრესი განიცადა და ჯერ კიდევ გრძელდება მისი შედეგები. ის არ არის მზად, გაგიზიაროთ თავისი აზრები. ნუ გადატვირთავთ ზედმეტი კითხვებით, დაე, თავად გადაწყვიტოს, რაზე გელაპარაკოთ;
  • ნუ განიკითხავთ დედას. არ შეაფასოთ თქვენი ყოფილი ცოლის საქციელი შვილის წინაშე. მისი პირადი ცხოვრება თქვენ აღარ გეხებათ.
  • გამოიჩინეთ გულწრფელი ინტერესი თქვენი შვილის ცხოვრებაზე. მოუსმინეთ ინტერესით მის ნათქვამს, თუნდაც ეს უმნიშვნელო იყოს.
  • ჩართეთ ის თქვენს ცხოვრებაში, ისაუბრეთ ყველა თემაზე, ჰკითხეთ რჩევა. ამ შემთხვევაში, არის შანსი, რომ თქვენი რჩევაც მოისმინოს;
  • ნუ შეადარებთ თქვენს შვილს ყოფილ ნათესავებს, ნუ ეძებთ დედისა და სხვა ნათესავების თვისებებს მასში;
  • ეცადეთ, არ გააუქმოთ ბავშვთან შეხვედრები. გაუქმების მიზეზი გასაგებად აუხსენით მას და აუცილებლად მოუხადეთ ბოდიში შექმნილი სიტუაციისთვის. ახალი შეხვედრის ადგილი და დრო შეათანხმეთ ბავშვთან მისი გეგმების და განრიგის გათვალისწინებით;
  • არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მოვლენები – დაბადების დღე, ახალი წელი, შეჯიბრებები, სპექტაკლები და ა.შ. ეს ყველაფერი ბავშვის მეხსიერებაში დარჩება სიცოცხლის ბოლომდე.
  • ყოველთვის აჩვენე შენი დახმარების სურვილი და ეცადე, რთულ პერიოდში მის გვერდით იყო;

ხშირია მაგალითები, როდესაც მამები რჩებიან საჭირო და მნიშვნელოვან პერსონებად შვილებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ცხოვრობენ. გახდე მამა – ადვილია, მამად დარჩენა – რთული, მაგრამ შესაძლებელი! 

დარჩი ახლობელ ადამიანად დისტანციურად!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *