fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვობის კარიესს?

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვობის კარიესს?-მშობელი

თუ პირის ღრუში ჰიგიენა დაცული არ არის, ვითარდება კარიესი.

მცდარია გამონათქვამი, რომ „სარძევე კბილები მალე ამოვარდება, ამიტომ მას მკურნალობა არ სჭირდება“.

თხელი მინანქრის გამო პროცესი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება და შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ კბილებზეც.

თუ მკურნალობა დაგვიანებულია, საჭირო ხდება სარძევე კბილის ამოღება, რაც უარყოფითად იმოქმედებს მომავალში თანკბილვაზე.

როცა ბავშვს ეშინია სტომატოლოგის და მალავს ტკივილს, ის ცდილობს ღეჭოს ცალ მხარეს. არათანაბარი დატვირთვის გამო ყბა ერთ მხარეს უფრო აქტიურად ვითარდება, ვიდრე მეორეზე და ირღვევა თანკბილვა.

ღრმა კარიესმა შეიძლება პულპიტიც (ნერვის ანთება) გამოიწვიოს.  ბაქტერიები შედიან ფესვის არხში და იწვევენ ნერვის ანთებას. ამიტომ, უმჯობესია, კარიესის მკურნალობა ლაქის განვითარების ეტაპზევე დაიწყოს. მისი შემჩნევა კი შესაძლებელია მხოლოდ სტომატოლოგის მიერ, რადგან:

  • არ ახასიათებს ტკივილი;
  • არ ჩანს ღრუ და საკვები მასში არ იჭედება;
  • ლაქა მოთეთროა და მშობლები ამას ვერ ამჩნევენ;

თავად კარიესი არის პირის ღრუში ბაქტერიების გაჩენის მიზეზით გამოწვეული. კარიესული კბილიდან ბაქტერიებს შეუძლიათ შეაღწიონ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სისხლსა და ლიმფაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები სხვა ორგანოებში.

ამიტომ კარიესის პრევენცია არის ზრუნვა არა მარტო თანკბილვაზე, არამედ მთელ სხეულზე.

მშობლებო! პერიოდულად მიუყვანეთ ბავშვები სტომატოლოგს პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის, რათა თავიდან ააცილოთ მათ არასასიამოვნო პროცედურები და ჯანმრთელობის პრობლემები!

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვობის კარიესს?

კვებითი ბუნება

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *