fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როგორ მოვემზადოთ ბავშვები სახლში მარტო დარჩენისთვის?

როგორ მოვემზადოთ ბავშვები სახლში მარტო დარჩენისთვის?-მშობელი

5-6 წლიდან აუცილებელია ნელ-ნელა შეასუსტოთ ბავშვის კონტროლი. არაღ არის აუცილებელი,  აკონტროლოთ ბავშვის ყოველი ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში მარტოდ დარჩენილს ბევრი ცდუნება ექნება, რაიმე აკრძალული გააკეთოს.

 თანდათან უნდა მისცეთ ბავშვს უფლება, თავი დამოუკიდებლად იგრძნოს:

  • მიეცით თქვენს შვილს მაქსიმალური თავისუფლება თქვენს გვერდით – ეს შექმნის აბსოლუტური დამოუკიდებლობის იერს; აქ შეგიძლიათ მიმართოთ „დედის საათის“ წესს – თქვენ საკუთარ საქმეს აკეთებთ, ბავშვი – თავისას. ერთი საათის შემდეგ კი შეგიძლიათ განიხილოთ, რითი იყო დაკავებული ბავშვი ამ დროის განმავლობაში;
  • ცოტა ხნით მიატოვეთ ბავშვი სახლიდან გაუსვლელად. მაგალითად: შეგიძლიათ წამოწვეთ დასაძინებლად ან შეხვიდეთ აბაზანაში საბანაოდ. როცა ბავშვი ზრდასრულის ზედამხედველობის გარეშე რჩება, მთლიანად ეყრდნობა საკუთარ თავს. ასე ეგუება უფროსების მხრიდან დახმარებისა და კონტროლის დროებით ნაკლებობას;
  • ნელ-ნელა შეიტანეთ ბავშვის ყოველდღიურობაში დამოუკიდებლობის ელემენტები: მიეცით საშუალება, თავად მიალაგოს სახლი, დაამზადოს სენდვიჩები, გარეცხოს ჭურჭელი ან თავისი ნივთები და ა.შ. ბავშვს შეუძლია თავად ისწავლოს მარტივი საუზმის მომზადება, მაგრამ უნდა გააფრთხოლოთ, რომ მშობლების არყოფნისას არ გამოიყენოს ელექტრო თუ გაზის ხელსაწყოები და მკაცრად დაიცვას წინასწარ ნასწავლი უსაფრთხოების წესები.

მიეცით ბავშვს საშუალება, დარჩეს მარტო სახლში და ისწავლოს დამოუკიდებლობა!

როგორ მოვემზადოთ ბავშვები სახლში მარტო დარჩენისთვის?

ღირს თუ არა?

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *