როგორ შევამციროთ სხეულის ტემპერატურა ბავშვებში

სხეულის ტემპერატურის მატება ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა. იმუნური სისტემა იწყებს სხვადასხვა დამცავი ნივთიერების აქტიურ სინთეზს მხოლოდ 38,5°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. ანუ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 38,5°C-ზე მაღლა იწევს, იმუნური სისტემა ცდილობს „ჩაერთოს საქმეში“. არ არის საჭირო მისი გამორთვა! თუ ტემპერატურას დააგდებთ, გამოჯანმრთელების პროცესი უბრალოდ გახანგრძლივდება.
ფაქტია, რომ ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც ვერ გადარჩებიან სხეულის მაღალ (39°C-ზე ზემოთ) ტემპერატურაზე, კარგად მრავლდებიან კომფორტულ ტემპერატურაზე 36,6°C ან 37,5°C.
ბავშვობის ბევრ დაავადებას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა. მშობელს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რა შემთხვევაშია საჭირო მისი შემცირება, რა მეთოდებია ეფექტური, როდის შეიძლება ზიანი მიადგეს ბავშვს და რა სიტუაციებში შეიძლება გახდეს მაღალი ტემპერატურა ექიმთან კონსულტაციის ან სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზი.
მიმართეთ პედიატრს:
- თუ ბავშვი სამ თვეზე ნაკლები ასაკისაა, ტემპერატურის ნებისმიერი მატების შემთხვევაში სჯობს პედიატრს მიმართოთ;
- თუ მაღალი ტემპერატურა გრძელდება სამი დღეზე მეტი – ARVI-სთან ერთად, მაღალი ტემპერატურა ჩვეულებრივ გრძელდება სამი დღის განმავლობაში. შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. თუ სიცხე არ იკლებს, მიმართეთ პედიატრს;
- თუ იღლიის ქვეშ ტემპერატურა 39,4 °C-ზე მეტია. ასეთი მაღალი ტემპერატურა მოითხოვს პედიატრის მონიტორინგს;
- თუ მაღალი ტემპერატურა არ მცირდება სიცხის დამწევი საშუალებებით და ვერ ახერხებთ ბავშვის ტემპერატურის დაწევას 0,5° C-ითაც კი, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ სწორად გამოთვალეთ მედიკამენტის დოზა და თქვენი თერმომეტრი გამართულად მუშაობს, თუ არადა სასწრაფოდ დაეკონტაქტეთ პედიატრს;
- თუ ბავშვს ადრე ჰქონდა ფებრილური გულყრა, ანუ კრუნჩხვები, გამოწვეული მაღალი სიცხით, იყავით ყურადღებით. როგორც წესი, ასეთი გულყრა უვნებელია და რამდენიმე წუთს გრძელდება, მაგრამ ამ დროს შესაძლოა ბავშვი დაშავდეს. გარდა ამისა, ისინი აშინებენ თვითონ ბავშვსაც და მშობლებსაც. უნდა ეცადოთ, თავიდან აიცილოთ ფებრილური გულყრა და ტემპერატურის მომატების შემთხვევაში 380 C და ზევით, სასწრაფოდ მისცეთ სიცხის დამწევი და აუცილებლად მიმართოთ ექიმს.
- თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, ნევროლოგიური ან ენდოკრინული სისტემის და სხვა, დაუყოვნებლივ ჩართეთ პედიატრი.
გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა:
- თუ ტემპერატურა 40° C-ზე მაღალია;
- თუ კანზე გაჩნდა გამონაყარი, რომელიც არ ქრება ზეწოლით, ან შეიცვალა კანისა და ლორწოვანი გარსების ფერი;
- თუ ადგილი აქვს გახშირებულ ღებინებას ან დიარეას;
- თუ განვითარდა კრუნჩხვა;
- თუ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა: არის გაღიზიანებული, აღგზნებული, გამუდმებით ტირის, მოთენთილი და ძილიანია, უარს ამბოობს საჭმელზე და წყალზე.
- თუ თვალებს ხუჭავს და სინათლეს ერიდება;
- თუ იშვიათად შარდავს და შარდის ფერი გამუქდა;
- თუ არ შეუძლია თავის წინ გადახრა;
- თუ მძიმედ სუნთქავს და უჩივის გულმკერდის არეში ტკივილს;
- თუ უჩივის ყელის ძლიერ ტკივილს და უჭირს ნერწყვის ყლაპვა;
- თუ მზეზე გადახურების გამო ტემპერატურამ მოიმატა.
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთს მაინც შეამჩნევთ ბავშვში, ესეიგი მას დაუყოვნებლივ ჭრდება დახმარება და უნდა მიმართოთ პედიატრს ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადას.