fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როდის და როგორ დავტოვოთ ბავშვი სახლში მარტო

როდის და როგორ დავტოვოთ ბავშვი სახლში მარტო-მშობელი

ნებისმიერი მშობელი დროის გარკვეულ მომენტში სვამს კითხვას: შესაძლებელია თუ არა ბავშვის სახლში მარტო დატოვება?

შესაძლებელია და აუცილებელია, რადგან ეს ბავშვს დამოუკიდებლობის განცდას ჩაუნერგავს, მაგრამ შედეგების მოლოდინში ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური სიმწიფის შეფასება და მხოლოდ ამის მერე გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხოა თუ არა ამ ეტაპზე ბავშვის მარტო დატოვება?

ეს არის ნაწილობრივ პასუხი კითხვაზე “როდის”, რადგან არ არსებობს ზოგადი ჩარჩოები და ნორმები:

ზოგიერთ ბავშვს შეუძლია სახლში მარტო დარჩენა უკვე 5 წლის ასაკში, ზოგი კი 12 წლის ასაკშიც ვერ ბედავს,  ან შეიძლება ისეთი უყურადღებოა მოზრდილ ასაკშიც, რომ მისი უკონტროლოდ დატოვება უბრალოდ სახიფათოა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადრეულ ასაკში დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა დიდწილად ბავშვის ტემპერამენტითა და ხასიათით არის განსაზღვრული.

იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი შვილი უსაფრთხოდ მიანდოთ საკუთარ თავს და არ ინერვიულოთ მის საქციელზე და ემოციურ მდგომარეობაზე, წინასწარ უნდა მოამზადოთ ისინი ამისთვის.

მოსამზადებლად კი გარკვეული წესები არსებობს, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *