როდის უნდა დაიწყოს თქვენმა ბავშვმა კბილების გახეხვა?

ბავშვთა კბილები, ანუ სარძევე კბილები, დროებითი მოვლენაა: 10-14 წლის ასაკში ისინი სრულიად იცვლებიან მუდმივი კბილებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სარძევე კბილებს უფრო ნაკლები ზრუნვა სჭირდებათ, ვიდრე მუდმივებს. მათში კარიესი ისევე ვითარდება მოუვლელობის შემთხვევაში, როგორც მოზრდილ ასაკში. ამიტომ, მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების პირის ღრუს მოვლის პროცედურებს.
ზოგჯერ მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს არ არის საჭირო. რა თქმა უნდა ეს მცდარი შეხედულებაა.
მაშინაც კი, თუ კბილებს შეუიარაღებელი თვალით კარიესი არ ეტყობა და არც უსიამოვნო სუნი შეიგრძნობა პირის ღრუდან, ეს არ ნიშნავს, რომ იქ პრობლემა არ არსებობს.
ჩვეულებრივ, ბავშვთა კბილების მოვლა იწყება პირველი ქვედა საჭრელის კბილის ამოჭრისთანავე. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ამ ასაკში ბავშვს ღეჭვაც კი არ შეუძლია. უმჯობესია, წინასწარ დაიწყოთ სასარგებლო ჩვევის გამომუშავება: თუ კბილი გაქვთ, უნდა გაიხეხოთ! მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება ბავშვს ჯანმრთელი კბილები.
თუ გეშინიათ ასეთი პროცედურის ჩატარება პატარასთან, უნდა მიმართოთ სტომატოლოგს. ის გაჩვენებთ და გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. უფრო მეტიც, პირველ წელს შეგიძლიათ შემოიფარგლოთ რბილი ხელსახოცებით ან სპეციალური თითების ბალიშებით და ასე უწმინდოთ პატარას სარძევე კბილები.
მოუარეთ ბავშვის კბილებს ამოჭრისთანავე და თქვენი შვილის ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილი გარანტირებულია!