fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

როდის შეძლებს ბავში კბილების გახეხვას თავად?

როდის შეძლებს ბავში კბილების გახეხვას თავად?-მშობელი

სიცოცხლის პირველ წლებში ჰიგიენაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მშობლებს ეკისრებათ. ბავშვების ზრდასთან ერთად მშობლების ამოცანებიც იცვლება:

მინიმუმ ორ წლამდე მშობელი თავად უხეხავს კბილებს პატარას.

ორიდან სამ წლამდე შეგიძლიათ შვილს პატარა დამოუკიდებლობა მიანიჭოთ, მაგრამ პერიოდულად თქვენი ჩართულობა აუცილებელია, რომ დაამთავროს სრულად პირის ღრუს დასუფთავება, რაც ბავშვმა თავად ვერ მოახერხა.

8-9 წლიდან უფროსები მხოლოდ აკონტროლებენ ბავშვებში კბილების ჰიგიენის პროცესს.

მოზარდსაც კი დროდადრო სჭირდება კბილების ჰიგიენის შესახებ შეხსენება. უნდა მიაღწიოთ, ბავშვს ქვეცნობიერში ქონდეს: რაც არ უნდა აგვიანდებოდეს დილით, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს საღამოს, ჯაგრისის და კბილის პასტის გამოყენება აუცილებელი და სავალდებულოა!

ასაკთან ერთად არგუმენტებიც იცვლება. ბავშვებს შეგიძლიათ მოუყვეთ ზღაპრები კბილის ფერიების ან კარიესული ცუდი ბაქტერიების შესახებ.

სკოლის მოსწავლეებს მშვენივრად ამოტივირებს დილემა: რა არის უკეთესი – კბილების მოვლა თუ მკურნალობა? შეგიძლიათ ესაუბროთ მოზარდებს ჯანმრთელობაზე და თუ ამაზე არ რეაგირებენ, გაამახვილეთ ყურადღება მათ ღიმილზე და კბილების სილამაზეზე.

ასწავლეთ თქვენს შვილებს პირის ღრუს ჰიგიენა პატარაობიდანვე, რაც მისი ჯანმრთელობის ერთ-ერთი გარანტიაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *