საფენების უპირატესობები

საფენების არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბავშვის მოვლის პროცესში. სწორი არჩევანი უზრუნველყოფს როგორც ბავშვის, ასევე მშობლების კომფორტს და სიმშვიდეს.
არსებობს მრავალი ბრენდის საფენი. მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული მოდელიც კი, შეიძლება არ მოერგოს თქვენს შვილს. ან იქნებ პრობლემა სულაც არ არის ბრენდში, არამედ სხვა რამეშია?! მოდით, გავარკვიოთ.
საფენებს აქვს უდავო უპირატესობები:
საფენების წყალობით არ არის საჭირო რეცხვაზე დროისა და ძალის დაკარგვა. გარდა ამისა, ისინი ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად.
ფართო არჩევანი აადვილებს სწორი ზომის და ხარისხის საფენების არჩევას. გარდა კლასიკური მოდელებისა, ბაზარზე უფრო თანამედროვე და კომფორტული ტრუსებიც არსებობს.
ერთჯერადი საფენები იდეალური გადაწყვეტაა ბავშვთან ერთად სეირნობისას. მარლის საფენებისგან განსხვავებით, მათი გამოცვლა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. დედას არ უწევს ბავშვის სველი შარვლის ხშირად გამოცვლა: ტენიანობის მდგრადი საფენები საშუალებას იძლევა, დიდხანს ისეირნონ პატარასთან ერთად.
ცხადია, საფენების მთავარი უპირატესობა მშობლებისთვის მათი უდავო მოხერხებულობაა. ამას აღნიშნავენ არა მხოლოდ დედები, არამედ სპეციალისტებიც. ზოგიერთი ექიმი კი ამტკიცებს, რომ საფენები პირველ რიგში სჭირდება არა ბავშვს, არამედ მშობლებს. ისინი ბევრად აადვილებენ ბავშვზე ზრუნვას, მაგრამ მხოლოდ სწორად გამოყენების შემთხვევაში. ამიტომ, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტების რჩევები ერთჯერადი საფენების შერჩევის დროს.