fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

საღეჭი რეზინის საზიანო თვისებები ბავშვებისთვის

საღეჭი რეზინი საზიანო თვისებები ბავშვებისთვის-მშობელი

საღეჭი რეზინის ძირითადი კომპონენტია იზოპრენი ან ბუტადიონური კაუჩუკი, რომელიც მიიღება ნავთობპროდუქტებისგან. ეს ნივთიერებები ათავისუფლებს სტიროლს – ჯანმრთელობისთვის საშიშ ელემენტს, რომელიც უკეთეს შემთხვევაში საზიანო გავლენას ახდენს ნერვულ და სისხლის მიმოქცევის სისტემებზე.

უარეს შემთხვევაში მწარმოებლები ზოგავენ ინგრედიენტებს და იყენებენ სინთეზურ რეზინებს, რომლებსაც არ გაუვლიათ სერტიფიცირება ან რაიმე გამოკვლევა გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შაქარი – საბავშვო საღეჭი რეზინის შემადგენლობაში 60%-ს შეადგენს, განსხვავებით მოზრდილთა საღეჭი რეზინისგან, სადაც ის პრაქტიკულად არ არის. ასე, რომ საბავშვო საღეჭი რეზინის რეგულარული ღეჭვით, თქვენი ბავშვი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კბილებს. ზოგიერთი მწარმოებელი საღეჭ რეზინაში ამატებს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძვლისა და კბილის ქსოვილისთვის, მაგრამ მისი სარგებელი არ აჭარბებს საღეჭ რეზინაში შემავალი შაქრისგან მიღებულ ზიანს. გარდა ამისა, კალციუმის უსაფრთხოდ მიღება ისედაც შესაძლებელია შესაბამისი საკვებიდან, როგორიცაა თხილეული, რძის პროდუქტები, პარკოსნები.

საშიში დანამატები – ბავშვებისთვის განკუთვნილ  საღეჭ რეზინაში საბედნიეროდ, ამ ქიმიური დანამატების უმეტესობა საკვები ღირებულებისაა და ზიანს არ აყენებენ ჯანმრთელობას. მაგრამ არსებობს რამდენიმე კომპონენტი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორიცაა:

E-951 (ასპარტამი) – ან, უფრო მარტივად, გემოს გამაძლიერებელი. ამ კონსერვანტის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის მოშლა და ალერგია. ის ზრდის წყურვილს და აღვიძებს მადას;

E-330 (ლიმონმჟავა) – მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ლპობითი პროცესები;

E-420  (სორბიტოლი) – ეს დანამატი კლასიფიცირებულია როგორც საშიში შეერთებულ შტატებსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში მხედველობის დაქვეითება ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.

მადის პროვოცირება = კუჭის დაზიანებას. ითვლება, რომ საღეჭი რეზინი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. სინამდვილეში, ჯანმრთელი ადამიანის კუჭი (და ბავშვების უმეტესობას, როგორც წესი, არ აწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემები) დამოუკიდებლად უმკლავდება ამას. კუჭის ჭარბი წვენი, ისევე როგორც მისი გამოყოფა, როცა კუჭი ცარიელია, მომავალში გასტრიტის მთავარი მიზეზია.

არ დაიჯეროთ პოპულარული მითები:

მითი №1: „საღეჭი რეზინი ეფექტურად აშორებს საკვების ნარჩენებს ჭამის შემდეგ“. უმეტეს შემთხვევაში საკვები რჩება კბილებს შორის ან მინანქრის ღარებში, სადაც საღეჭი რეზინი ვერ აღწევს, სამაგიეროდ შეუძლია ამოაგდოს ბჟენი.

მითი №2:  „საღეჭი რეზინი ასუფთავებს ნადებს კბილის მინანქრიდან“.  ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ კბილებს შორის იგივე სივრცეები რჩება პრობლემურ ზონებად, რადგან თავად შაქრით მდიდარი საღეჭი რეზინი იჭედება ამ სიცარიელეებში.

როგორ დავიცვათ თქვენი შვილი საღეჭი რეზინის მავნე ზემოქმედებისგან? პასუხი მარტივია – ეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს არ გაასინჯოთ ის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *