fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

საცურაო აქსესუარები

საცურაო აქსესუარები-მშობელი

თუ ადრეულ ასაკში გადაწყვეტთ ბავშვის ცურვაზე შეყვანას, უნდა შეიძინოთ აქსესუარები. ამ აქსესუარების გარეშე თქვენს შვილს გაკვეთილებზე დასწრების უფლება არ ექნება.

თქვენ უნდა შეიძინოთ:

  • ქუდები – სილიკონის ქუდი ცურვის დროს და ბამბის ქუდი, რომელსაც დაიხურავს ბავშვი შხაპის მიღების შემდეგ, სანამ თმა მთლიანად გაშრება;
  • სათვალეები – სათვალეების ფერი უნდა შეირჩეს განათების მიხედვით. ღია და ძლიერი განათების აუზებში – მუქი ლინზებია შესაფერისი, ლურჯი და ნაცრისფერი – სიკაშკაშის შესამცირებლად, ნარინჯისფერი და ყავისფერი – გადახურული და დაბურული აუზებისთვის;
  • ყურების დამცავები – ისინი  მრავალჯერადი და ერთჯერადი მოხმარებისაა. სანამ ბავშვი არ ისწავლის აქსესუარების მოვლას, უმჯობესია იყიდოთ ერთჯერადი ბალიშები;
  • სამკლაურები – ბავშვებისთვის შეირჩევა ზომის მიხედვით. მნიშვნელოვანია ისეთი აქსესუარის არჩევა, რომ წინამხრიდან არ გაძვრეს ან არ მოუჭიროს;
  • საცურაო ქამარი – ჭირდებათ ყველაზე პატარა მოცურავეებს. ეს აქსესუარი გამოიყენება მხოლოდ სწავლის ეტაპზე, რათა დაეხმაროს ბავშვს წყალზე ტივტივში. ქამარი შეირჩევა ბავშვისთვის წონის მიხედვით;
  • საცურაო კოსტუმი ან საცურაო შორტი (2-2 ც.) – გოგონებმა უნდა ჩაიცვან მთლიანი საცურაო კოსტიუმები, ბიჭებმა – შორტები;
  • ჩვილების შეთხვევაში დაგჭირდებათ სპეციალური საცურაო (წყლის) ერთჯერადი საფენები.
  • პირსახოცი (2 ცალი), ღრუბელი, საპონი, აუზის ფეხსაცმელი, ჩანთა – სხვა დანარჩენი აქსესუარების მსგავსად – აუცილებელია!

გაითვალისწინეთ, რომ ცურვის სექციაში ჩარიცხვამდე ექიმის მიერ უნდა გამოირიცხოს სამედიცინო უკუჩვენებები!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *