სეანსების ხანგრძლივობის შეზღუდვა და რეკომენდაციები მშობლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის (3-დან 7 წლამდე) რეკომენდირებულია ერთი დღის განმავლობაში მულტფილმებზე არაუმეტეს 30 წუთის დახარჯვა; 7-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის – 30-50 წუთი; მოზარდებისთვის (11-18 წლამდე) – 1-დან 3 საათამდე.
მულტფილმების შერჩევისას სასურველია რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველ რიგში მთავარია, ხარისხიანი არჩევანის გაკეთება.
დაუშვებელია ბავშვებისთვის:
- მულტფილმები სისასტიკის ელემენტებით, როდესაც სიუჟეტი სავსეა აგრესიითა და პერსონაჟების ჩხუბით;
- სიკეთისა და ბოროტების ცნებების არასწორი ინტერპრეტაციით;
- ზედმეტად გაჯერებული ვიზუალით და ხმამაღალი ხმებით, მუდმივად ცვალებადი ნათელი გამოსახულებებით, რომელიც ტვირთავს ბავშვის ფსიქიკას;
თუ გსურთ მულტფილმებმა მხოლოდ სარგებელი მოუტანონ თქვენს შვილებს, მშობლებო, მიჰყევით მარტივ რეკომენდაციებს:
- თავად ნახეთ ნახატი ფილმები, სანამ თქვენს შვილებს აჩვენებთ;
- მთავარი გმირი უნდა იყოს პოზიტიური;
- გაანალიზეთ სიუჟეტი მთლიანობაში და ცალკეული სცენები: არის თუ არა მათში რაიმე ისეთი, რისი ჩვენებაც არ გსურთ თქვენი პატარისთვის.
- დააკავშირეთ ფილმის შინაარსი ბავშვის ასაკთან. სწორად გაიგებს თუ არა ის გმირების ემოციებს? თუ არა, მულტფილმი ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
- თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი იმეორებს უარყოფითი პერსონაჟების ქცევებს ან საუბარს, მოარიდეთ ისინი ასეთ ფილმებს.
- ნუ გამოიყენებთ გაჯეტს ან ტელევიზორს „ძიძად“ და „გამრთობად“.
- პერიოდულად შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს მულტფილმებზე დამოკიდებულება. ამაზე მიუთითებს მათი ჩვევა, უყუროს მულტფილმს თამაშების ან ჭამის დროს, ძილის წინ და სხვა. თუ ასე ხდება, გამოურთეთ ტელევიზორი!
გაუფრთხილდით თქვენი შვილების ფსიქო-ემუციურ მდგომარეობას და ხელი შეუწყვეთ მათ ჯანსაღ განვითარებას!