fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

სტომატოლოგთან ვიზიტის შიში და მათთან ბრძოლის გზები ბავშვებში

სტომატოლოგთან ვიზიტის შიში და მათთან ბრძოლის გზები ბავშებში-მშობელი

სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი ძალიან საპასუხისმგებლოა ბევშვისთვის იმისთვის, შეეშინდება თუ არა მას მომავალში კბილების დამუშავების. მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს ამ შემთხვევაში.

ბავშვი, რომელიც პირველად ეწვევა სტომატოლოგს, არ განიცდის შიშს, რადგან არ იცის, რა ელის ექიმის კაბინეტში. ყველაზე ხშირად, შიში ჩნდება მშობლების არასწორი ქცევის გამო, როდესაც ამზადებენ შვილს სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტისთვის და იწყებენ ბავშვის დამშვიდებას, რაც მასში პოტენციურად შიშს იწვევს.

სწორი მიდგომა არის სიტუაციის პოზიტიური კუთხით დანახება. აუცილებელია, ხაზი გავუსვათ სტომატოლოგთან მისვლის სარგებელს, უარყოფით ასპექტებზე ფოკუსირების გარეშე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტომატოლოგიური პროცედურები აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ახალგაზრდა პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტით მიმდინარეობს.

ფრაზები, როგორიცაა “ნუ გეშინია”, “არ გეტკინება”, “არ ინერვიულო” – გამორიცხეთ! ასევე არ არის საჭირო დაპირებები, თუ ის კარგად მოიქცევა ექიმის კაბინეტში, სანაცვლოდ საჩუქარს მიიღებს. ბავშვები ასეთ ჟესტს ჯილდოდ აღიქვამენ, ამ შემთხვევაში მათ არ ესმით, რატომ არ უნდა შეეშინდეთ. ყველა ეს მანიპულაცია ქმნის შინაგან შიშს და ბავშვი უკვე ემზადება იმისთვის, რომ მას რაღაც ცუდი ელოდება ექიმის კაბინეტში.

ნუ მოატყუებთ, რომ ექიმი არაფერს გაუკეთებს. ფაქტობრივად, პროფილაქტიკური გამოკვლევის დროსაც კი, ექიმი შეასრულებს მარტივ მანიპულაციებს. როდესაც ბავშვი მიხვდება, რომ თქვენ მოატყუეთ, ნდობა დაეკარგება. სჯობს სიმართლე უთხრათ, რომ ექიმი დაუთვალიერებს კბილებს და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალებს.

სტომატოლოგები ასევე გვირჩევენ, რომ თავი ავარიდოთ ინსტრუმენტებისა და პროცედურების დასახელებას. ისინი ბავშვისთვის უცნობია და შეუძლიათ მისი შეშინება. მკურნალობის დროსაც კი, კვალიფიციური სტომატოლოგი ცვლის სიტყვებს „ბურღი“, „ინიექცია“, „ანესთეზია“, „შევსება“ და ა.შ. სხვა სიტყვებით. მაგალითად, „ბჟენს“ შეიძლება დაარქვას „პლასტილინი“, ხოლო „ბურღს“ –  „მტვერსასრუტი“ და ა.შ.

კლინიკაში წასვლამდე ღირს, ბავშვს აუხსნათ, როგორ უნდა მოიქცეს: ჩაჯდეს სავარძელში,  გააღოს პირი და არ დახუროს. მანამდე ათამაშეთ, ვითომ თვითონ არის სტომატოლოგი ან აყურებინეთ მულტფილმს სტომატოლოგიურ თემაზე.

ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ დილით, გაღვიძებიდან მალევე. როგორც წესი, თუ ბავშვი გამოუძინებელი და გადაღილია დღის განმავლობაში, ეს მნიშვნელოვნად ართულებს პროცედურას.

აჭამეთ ბავშვს ვიზიტამდე 1-2 საათით ადრე. შეიძლება დასჭირდეს ისეთი მანიპულაციები, რის შემდეგაც რამდენიმე საათის განმავლობაში საკვების მიღება არ შეიძლება.

ნუ მიხვალთ ვიზიტზე დანიშნულ დროზე დიდი ხნით ადრე. ლოდინის დროს ბავშვმა შეიძლება გაიგოს საბურღი მანქანის ან სხვა ბავშვის ტირილის ხმა, რამაც შეიძლება შეაშინოს.

შეარჩიეთ სწორი ფრაზები. ზოგი ბავშვი ყოველგვარი შიშის გარეშე იღებს ამ ამბებს, ზოგს კი პანიკური შიში ეწყება. თითოეული შემთხვევა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.

განაწყვეთ ბავშვები პოზიტიურად, გამოიყენეთ ისეთი არგუმენტები, როგორიცაა „დედა, მამა, და ან ძმა ამ ექიმთან დადიან”, ან “მისი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები კბილებს მკურნალობენ ამ კონკრეტულ კლინიკაში. აუცილებლად განუმარტეთ, რომ ბავშვი ოთახში მარტო არ დარჩება და თქვენ ყოველთვის მასთან იქნებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს გაცნობით ვიზიტს. ეს სერვისი ეხმარება ბავშვებს, შეხვდნენ ექიმს, გააცნობიერონ სტომატოლოგიური დაავადების მკურნალობისა და პრევენციის მნიშვნელობა და აუცილებლობა, ასევე გაუქრეთ სტომატოლოგიური ინსტრუმენტების შიში.

მიზანშეწონილია ექიმთან პირველად 1-2 წლის ასაკში მისვლა. პატარა პაციენტს ჯერ არ უგრძვნია შიში და ექიმთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ სტომატოლოგის სკამზე თავდაჯერებულად იგრძნობს თავს. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტ შიშს განიცდის სტომატოლოგის მიმართ, რასაც მას საზოგადოებრივი აზრი უნერგავს.

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ ინფორმირებულობა საშუალებას მისცემს ბავშვს, თავიდან აიცილოს კბილის ტკივილი და სერიოზული მანიპულაციები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *