fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

უნდა ჯეროდეს თუ არა ბავშვს თოვლის ბაბუის?

უნდა ჯეროდეს თუ არა ბავშვს თოვლის ბაბუის?-mSobeli

საახალწლო არდადეგები მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახების უმეტესობისთვის ნიშნავს მყუდრო ოჯახურ საღამოებს და საჩუქრების მოლოდინს ჯადოსნური წვეროსანი მოხუცისგან. ზოგიერთი მშობელი თვითონ ტრანსფორმირდება თოვლის ბაბუად, სხვები სპეციალურად იწვევენ მათ. მაგრამ დგება დრო, როდესაც ოჯახის წევრები ინტერესდებიან, გამოვიდა თუ არა ბავშვი ზღაპრების ასაკიდან? იქნებ დროა, გაიგოს, ვინ ყიდულობს მისთვის საჩუქრებს?

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჯეროდეს ბავშვს თოვლის ბაბუის:

ახალი წლის და თოვლის ბაბუის მოლოდინი ბავშვს მოთმინებას ასწავლის. იმ მომენტიდან, როცა თოვლი მოვიდა და ზამთარი დაიწყო, მილიონობით პატარა ელოდება წვეროსან ბაბუას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის ბავშვი და რა სოციალური სტატუსი აქვს ოჯახს, ყველა ემზადება მისი სტუმრობისთვის.

ჯახური კავშირების განმტკიცება ჯადოსნურ ღამეს შეუძლია თავის გარშემო შეკრიბოს ოჯახის წევრები. საახალწლო ტრადიციული რიტუალები აძლიერებს ოჯახურ კავშირებს.

ახალი წელი შესანიშნავი შემთხვევაა წერილის დასაწერად. ბავშვები თოვლის ბაბუასთვის წერილის მიწერით სწავლობენ საკუთარი სურვილების გამორკვევას და გამოხატვას. ცუდი არ იქნება, თუ ბავშვი წერილში მის კეთილ საქმეებზეც ისაუბრებს. ეს ეხმარება, ისწავლოს საკუთარი ქმედებების დამოუკიდებლად შეფასება.

სხვებზე ზრუნვა – ახალი წელი მხიარული დღესასწაულია, რომლის კულმინაციაც საჩუქრების გაცვლაა. საჩუქრების მიღებაზე არანაკლებ სასიამოვნოა მათი მომზადების პროცესი: საყიდლებზე სიარული, შერჩევა, შეფუთვა ლამაზ ქაღალდებში, გადამალვა ახალი წლის ღამემდე, საჩუქრების გაცვლა და საყვარელი ადამიანების სახეებზე ბედნიერების დანახვა.

ბავშვი ყოველთვის არ იღებს იმ საჩუქრებს, რაც მას სურდა. თოვლის ბაბუას მონაწილეობით თქვენ უნდა ასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს იმედგაცრუებას.  ფსიქოლოგიაში არის ასეთი მიმართულება – ზღაპრის თერაპია. თოვლის ბაბუა ამ თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, კეთილი, ძლიერი, გულუხვი და სამართლიანი ზღაპრული პერსონაჟია. ბრძენი ბაბუა ასწავლის, რომ საჩუქრები ცხოვრებაში არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მთავარი საახალწლო პერსონაჟის წყალობით ბავშვი სწავლობს ოცნებას და სჯერა, რომ მისი სურვილები ახდება. თოვლის ბაბუისადმი რწმენა ავითარებს ბავშვის ფანტაზიას.

თოვლის ბაბუა საუკეთესო მასწავლებელია! ბავშვები გულმოდგინედ სწავლობენ საახალწლო ლექსებს და სიმღერებს წვეროსან სტუამრთან შესახვედრად.

ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მანიპულირება ზღაპრის გმირებით. არ შეაშინოთ ბავშვი  ისტორიებით, რომ ბაბუა მხოლოდ მორჩილ გოგო-ბიჭებთან მოდის. დაე, ეს პერსონაჟი ყოველთვის ასოცირდებოდეს მხოლოდ დღესასწაულთან და სიხარულთან!

ასწავლეთ ბავშვებს ოცნება!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *