უსაფრთხოების წესები ბავშვებისთვის

ყოველდღე და ყოველ წუთს ჩვენი შვილები უამრავი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. საფრთხე შეიძლება იყოს არა მხოლოდ უცხო, არამედ ახლობელი ადამიანებისგანაც.
არსებობს მარტივი წესები, რომელიც ბავშვმა უნდა იცოდეს.
პირველ რიგში ეს არის „ოთხი „არა“-ს წესი:
- არ ესაუბროთ უცნობებს და არ შეუშვათ ისინი თქვენს სახლში;
- არ შეხვიდეთ უცნობებთან ერთად ლიფტში ან სადარბაზოში;
- არ ჩაუჯდეთ მანქანაში უცხო ადამიანებს;
- ნუ გაჩერდებით გარეთ სკოლის შემდეგ, განსაკუთრებით სიბნელეში.
- ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს აუხსნათ, რომ უცხო არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თავად ბავშვი არ იცნობს.
- უცნობმა შეიძლება ბავშვს სახელით დაუძახოს, უთხრას, რომ დედის თხოვნით მოვიდა, მულტფილმების საყურებლად დაპატიჟოს ან ტკბილეული შესთავაზოს. თუ ადამიანი ბავშვისთვის უცნობია, მან უარი უნდა უთხრას ყველა შემოთავაზებაზე და თუ საფრთხეს იგრძნობს, იყვიროს კიდეც.
ოჯახის უსაფრთხოების წესები:
1. შვილებთან ერთად შეიმუშავეთ ოჯახის პაროლი, რომელიც შეუძლიათ ოჯახის წევრებს გამოიყენონ სახიფათო სიტუაციებში;
2. თუ შვილი სახლში მარტო ბრუნდება, შეიმუშავეთ მასთან ერთად უსაფრთხო მარშრუტი, რა გზითაც ის სახლში დაბრუნდება;
3. ასწავლეთ თქვენს შვილს, გაუფრთხილდეს გასაღებებს და ასწავლეთ, რა უნდა გააკეთოს მათი დაკარგვის შემთხვევაში;
4. ჩვეულებად ჩამოუყალიბეთ შვილს, ისაუბროს იმაზე, თუ როგორ გაატარა დრო, როცა ის თქვენი მეთვალყურეობის გარეშე იყო;
5. ბავშვმა უმჯობესია იცოდეს თავისი სახელი-გვარი, მშობლების სახელი-გვარები, სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ან უნდა ედოს ჩანთაში ფურცელი მსგავსი ჩანაწერით. ეს დაეხმარება მას სახლში მისვლაში, თუ დაიკარგება;
6. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორ და რა შემთხვევაში შეუძლიათ გამოიძახონ პოლიცია, სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარება;
ეს ოქროს წესებია და ბავშვებს ხშირად ჭირდებათ მათი შეხსენება, რაც უზრუნველყოფს როგორც მათ უსაფრთხოებას, ასევე მშობლების სიმშვიდეს.