fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ფიზიკური დატვირთვისა და დასვენების რეჟიმი

ფიზიკური დატვირთვისა და დასვენების რეჟიმი-მშობელი

დღის განმავლობაში ბავშვი ბევრს მოძრაობს. ფიზიკური აქტივობა გულისხმობს არა მხოლოდ მოძრაობას, არამედ ორგანიზებულად – აქტიურ თამაშებს, სპორტს და დასვენებას. აქაც არსებობს რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს სწორ ფიზიკურ განვითარებას:

  • ფიზიკური აქტივობის პიკი უნდა იყოს დღის პირველ ნახევარში;
  • ყოველკვირეული ფიზიკური დატვირთვა 5-7 წლის ბავშვებისთვის არის 6-8 საათი კვირაში;
  • აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიშები;
  • სპორტული აქტივობები – კვირაში 3-ჯერ:  5 წლის ბავშვები – 25 წუთი, 6-7 წლის ბავშვები – 30 წუთი.
  • სეირნობა (ცუდ ამინდში ისინი იცვლება სავარჯიშოებით შენობაში);
  • ფიზიკური აქტივობის წუთები გონებრივ აქტივობებს შორის;
  • ტანვარჯიში შუადღის ძილის შემდეგ;
  • ზომიერად აქტიური თამაშები მეორე სეირნობის დროს.

დილა უნდა იწყებოდეს ხელ-პირის დაბანით.

მნიშვნელოვანია ასწავლოთ ბავშვს კბილების გახეხვა დილით. ეს სასარგებლო ჩვევა მთელი ცხოვრება გაგრძელდება, თუ ის ძალიან ადრეულ ასაკში იქნება ჩანერგილი.

თქვენ შეგიძლიათ დააინტერესოთ ბავშვი ლექსით ან მხიარული თამაშობებით, რომელიც არამარტო მიიპყრობს მის ყურადღებას, არამედ აუმაღლებს განწყობას, ასწავლის პატარას, რომ დილა ყოველთვის მხიარულად და კარგად იწყება. მომავალში, თქვენს შვილს, ხელ-პირის სწორად დაბანისა და დილით კბილების გახეხვის ჩვევასთან ერთად, განუვითარდება ძლიერი ასოციაცია, რომ დილა კარგი დასაწყისია ახალი დღისთვის;

მიზანშეწონილია ზომიერი ფიზიკური აქტივობა საუზმის წინ, გონებრივი აქტივობის წინ და საღამოს, ძილის წინ.

დაგეგმეთ ფიზიკური/სპორტული აქტივობები სპეციალისტებთან შეთანხმებით და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით!

ფიზიკური დატვირთვისა და დასვენების რეჟიმი

ძილის რეჟიმი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *