ღირს თუ არა?

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, დატოვოთ თუ არა ბავში მარტო სახლში, აუცილებლად უნდა იცოდეთ, არის თუ არა ის ამისთვის მზად.
სიმწიფის შესაფასებლად რამდენიმე არაპირდაპირი ნიშანი არსებობს:
- ბავშვს შეუძლია თუ არა თვითონ, დამოუკიდებლად გაერთოს ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში;
- არ ეშინია სიბნელის, თავს კომფორტულად გრძნობს ჩაკეტილი ოთახშიც;
- კარგად ესმის, რისი გაკეთება არის შესაძლებელი და რისი არა, შეუძლია ზუსტად ახსნას მიზეზები;
- თამაშობს როლურ თამაშებს, სადაც ასრულებს ზრდასრულის როლს (ექიმი, დედა, ძიძა, მასწავლებელი და სხვ.);
- მასში არ შეიმჩნევა რაიმე სპეციფიკური მიდრეკილებები – გაურბის ტკივილს, არ ცდილობს სხვებისთვის ტკივილის მიყენებას (დებისთვის, ძმებისთვის, შინაური ცხოველებისთვის და ა.შ.);
- იცის ტელეფონის გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს;
- არ არის შურისმაძიებელი – არ არის მიდრეკილი, დაიმახსოვროს წყენა და მერე შურისძიების გეგმა შეადგინოს;
- შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს თავისი ქმედებები – იცის, რა დააშავა ან/და რა შემთხვევაში შეაქებენ მშობლები;
- იცის თავისი მოვალეობები და ასრულებს მათ – აწესრიგებს სათამაშოებს, რეცხავს ფინჯანს და ა.შ.;
- მიჰყვება ყოველდღიურ რეჟიმს უფროსების კონტროლის და შეხსენების გარეშე (ეს მიუთითებს თვითდისციპლინაზე).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი რვა პუნქტზე უპასუხებთ „დიახ“, თქვენ გაქვთ მიზეზი, რომ შეეცადოთ მიაღწიოთ თქვენი ბავშვის დამოუკიდებლობის ახალ დონეს.
ძალიან მნიშვნელოვანია: მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილის მარტო სახლში დატოვება უსაფრთხოა, მაგრამ ის კატეგორიულად უარს ამბობს ამაზე, არავითარ შემთხვევაში აიძულოთ მას ამის გაკეთება. ხოლო თუ ის თავისი ნებით დაგთანხმდებათ, შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ პირველ ექსპერიმენტზე!