fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ყოველდღიური რეჟიმის მნიშვნელობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში

ყოველდღიური რეჟიმის მნიშვნელობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში-მშობელი

ექიმები, ფსიქოლოგები და მასწავლებლები საუბრობენ რეჟიმის სარგებლიანობაზე როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა დამოკიდებულია დიეტაზე, ძილსა და დასვენებაზე. და თუ ბავშვზეა საუბარი, მაშინ რეჟიმიც სწორი აღზრდის საფუძველია.

სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის რეჟიმი მოიცავს ძილის რეჟიმს, კვებას, აქტივობებს და დასვენებას, თამაშებსა და სეირნობას. 5-7 წლის ბავშვების მშობლები, რომელთა შვილებიც დადიან ბაღში, ნაკლებად ფიქრობენ რუტინაზე. მაგრამ თუ ბავშვი სახლში იზრდება, რეკომენდირებულია, იცავდეს გარკვეულ წესებს.

რატომ ჭირდება ბავშვს რეჟიმი?

იმ სიტუაციაში, როდესაც არ არსებობს რეჟიმი, ბავშვი შეიძლება იყოს ჰიპერაქტიური, ჰიპერაგზნებული, მეხსიერების შეზღუდვით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, ადვილად იღლებოდეს, ხშირად ავადმყოფობდეს რესპირატორული ინფექციებით და ა.შ.

რატომ ხდება ასე?

ბავშვის ყოველდღიური რეჟმი არ არის მხოლოდ მშობლის ან ზრდასრული ადამიანის კომფორტი, რომელიც აიძულებს, ბავშვს, დაიცვას მკაცრი ყოველდღიური წესები. ჩვეული რეჟიმი აძლიერებს ბიორიტმების და პირობითი რეფლექსების ფორმირებას, ამზადებს სხეულს ჩვეულებრივი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა ძილი, ჭამა, გონებრივი აქტივობა და დასვენება.

გარდა ამისა, წესების დაცვა დადებითად მოქმედებს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რადგან რეჟიმი აძლიერებს იმუნურ სისტემას.

სკოლამდელ დაწესებულებებში მკაცრად არის დაცული ეს წესები. მაგრამ სახლის პირობებში პირიქით, მშობლები ნაკლებად იცავენ მას, რასაც საბოლოოდ მოყვება გარკვეული პრობლემები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *